საქართველოში საერთაშორისო ავიარეისების რაოდენობა ზრდადია - ავიაკომპანიები ეტაპობრივად ზრდიან ფრენების სიხშირეებს l კომპანია „დისქავერის“ დამფუძნებელი
,,ვიმედოვნებ, რომ მაისის ბოლოსთვის გლობალური გამოწვევები დაძლეული იქნება, ჩვენ მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით და ფრენების რაოდენობაც ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, - ამის შესახებ კომპანია „დისქავერის“ დამფუძნებელმა თეიმურაზ ბუზალაძემ განაცხადა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მარიამ ქვრივიშვილისა და მოადგილის, თამარ იოსელიანის საავიაციო სექტორთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.
როგორც ,,დისქავერის" დამფუძნებელმა აღნიშნა, ავიაკომპანიები ეტაპობრივად ზრდიან ფრენების სიხშირეებს, შედეგად, საქართველოში საერთაშორისო ავიარეისების რაოდენობა იზრდება.
„რამდენიმე მიმართულებით პოზიტიური სიახლეები უკვე გვაქვს. თუ გარკვეული ავიაკომპანიები, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კვირაში სამი რეისის ნაცვლად მხოლოდ ერთს ასრულებდნენ, ახლა უკვე ორ სიხშირეზე გადადიან. მაგალითად, ავიაკომპანია flyDubai ეტაპობრივად ზრდის ფრენების რაოდენობას.
ანალოგიურად, იმედის მომცემი სურათია საუდის არაბეთის მიმართულებითაც. მოსალოდნელია, რომ მომავალი კვირიდან Flynas-ი კვირაში ორ რეისზე გადავიდეს. დადებითი ინფორმაცია გვაქვს ქუვეითური ავიაკომპანიებიდანაც - 17 მაისიდან Jazeera Airways-ი თბილისის მიმართულებით ანახლებს ფრენებს, ბათუმში ოპერირებას კი მაისის ბოლოდან შეუდგება“, - განაცხადა თეიმურაზ ბუზალაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
MAIZEN x MISSONI - დიზაინის, ესთეტიკისა და თანამედროვე ცხოვრების სტილის გამორჩეული საღამო თბილისში
სხვა სიახლეები
ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია პარიზში გაიმართა
12.05.2026.12:41
ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას HoReCa სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე უძღვებოდა. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის მრავალფეროვნებას,ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებსა და ქართული მეღვინეობის კულტურას.
ღონისძიებაში მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამთა ყველაიძემ მიიღო. მისი განცხადებით, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის, როგორც უნიკალური ნიშური პროდუქტის, პოზიციონირების გაძლიერებას.
ქართული ღვინის წარდგენას, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი დაესწრო.
ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოპულარიზაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის მეღვინეობით გამორჩეულ საფრანგეთში, სადაც ქართული ღვინისა და განსაკუთრებით ქვევრის ღვინის მიმართ მოთხოვნა ეტაპობრივად იზრდება.