მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზარი გამჭვირვალე და მკაცრად რეგულირებულ გარემოში ვითარდება - დავით კიკვიძე

news image
mbc image

საქართველოში ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASPs) ბაზარი საქართველოს ეროვნული ბანკის მკაცრი რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ ფუნქციონირებს, რაც სექტორის გამჭვირვალე და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს, განაცხადა საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით კიკვიძემ.

მისი თქმით, სებ-ის მოქმედი რეგულირების ჩარჩო საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს ეფუძნება და მის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი კომპანიებისთვის მკაფიო მოთხოვნებს აწესებს.

დავით კიკვიძის განმარტებით, ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები ვალდებული არიან დაიცვან როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო მოთხოვნები, მათ შორის, საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული პრინციპები.

„შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული ყველა სუბიექტი ზედმიწევნით იცავს არსებული რეგულაციებით დადგენილ მოთხოვნილ, მათ შორის საერთაშორისო სანქციებს და სხვა შესაბამის საკანონმდებლო, როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო აქტებს“, - განაცხადა დავით კიკვიძემ.

მან ასევე დასძინა, რომ დასანქცირებული კომპანია ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული სუბიექტი არ ყოფილა და ეროვნული ბანკისთვის ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერის სტატუსის მისაღებად არ მიუმართავს.

„დასანქცირებული კომპანია არ წარმოადგენდა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტს და რეგისტრაციის მისაღებად არ მიუმართავს ეროვნული ბანკისთვის. ასევე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნულ კომპანიას უკვე შეუწყდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში“, - განაცხადა მან.

მისი შეფასებით, კონკრეტული კომპანიის შემთხვევა არ უნდა განზოგადდეს საქართველოში ვირტუალური აქტივების რეგულირებულ ბაზარზე, რადგან ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სუბიექტები შესაბამის მარეგულირებელ მოთხოვნებს ექვემდებარებიან.

„ამრიგად, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზარი ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ ჯანსაღად ვითარდება “, - დასძინა დავით კიკვიძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია სოფელ ცაიშის ტერიტორიაზე „ქუთაისი - სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 600-მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

16.09.2026.10:56

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცაიშის ტერიტორიაზე „ქუთაისი–სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 600-მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში, შალვა კიკნაველიძე ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაო პროცესებს, დეტალური ინფორმაცია მიიღო პროექტის მსვლელობის, უსაფრთხოების სტანდარტებისა და დასრულების ვადების შესახებ.

პროექტის ფარგლებში, მაგისტრალური გაზსადენის კოროზირებული და ამორტიზებული მონაკვეთი სრულად ჩანაცვლდება ახალი, 500 მმ დიამეტრის მილებით.

აღნიშნული გაზსადენი გადამწყვეტ როლს ასრულებს სამეგრელოს რეგიონის ბუნებრივი აირით მომარაგებაში. შესაბამისად, მისი გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა