სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 000 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 000 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. თბილისი ენერჯის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ- 8 ნოემბრის 11:00 სთ-დან 9 ნოემბრის 10:00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება:
გლდანი-სანზონის ტერიტორიაზე – ფეიქრების ქ. 8, 14 და 14ა-ში მდებარე დევნილებით ჩასახლებული საცხოვრებელი კორპუსებისა და ფეიქრების ჩიხი 8-ში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე ფეიქრების ქუჩაზე მდებარე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს ,,გრანდ ქენდი”, შპს ,,გეოტერა”, ,,ბესტ-ტობაკო”, შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, ,,გივის დუქანი”, შპს ,,ტოპ მოტორსი”, შპს ,,ჯი არ სი”, სს ,,რეზონანსი”, შპს ,,გაგრა-პლიუსი”, შპს ,,ნაისი”, შპს ,,მარულა”, შპს ,,პრიმა-პლიუსი”, შპს ,,სამთა”, შპს ,,დენ ბრავენ ჯორჯია”, სს ,,ქართულ შალი”, შპს ,,ავტო-ბანი 2000”, შპს ,,ჯორჯია ენერგო”, წყალსადენის ქ. 20-ში შპს ,,ფუდ მენეჯმენტ გრუპ”, შპს ,,ჯი არ სი”, მოქ. შავლეგი ჩაგინავას მცირე კომერციულ ობიექტს და სხვა; დიღომში - აკაკი ბელიაშვილის ქ. 40-ში მდებარე დევნილებით ჩასახლებული საცხოვრებელი კორპუსების, კერძოდ, ყოფ. # 140-ე პროფ. სასწავლებლის ს/ს, პედიატრიის ინსტიტუტის ს/ს, ბელიაშვილის შეს. 12, ბელიაშვილის II ჩიხი 3 - მიონის ყოფ. საბავშვო ბაღის შენობას, ჯორჯ ბალანჩინის, დისევის, ნოდარ ბოხუას, ლუბლიანას, ბელიაშვილის, გიორგი ტერევერკოს, ესმა ონიანის, ჭიაურელის ქუჩების საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ საზკვების, სამრეწველო, კომუნალურ ობიექტებს: მათ შორისაა: შპს ,,ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი”, ჟვანიას სახ. პედიატრიული კლინიკა, შპს ,,მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო”, შპს ,,ჯოენის სახელობის ცენტრი”, სს სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსი”, ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული კლინიკური ქირურგიის ცენტრი”, შპს ,,გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა”, ი/მ ნათია სიჭინავა, შპს ,,უნიმედი”, შპს ,,იმკ 91”, წმ. ნიკოლოზის სახელობის კერძო სკოლა, ეროვნული ზარაფხანა, ,,მიონი”-ს შენობა, გაზგასამართი სადგური ,,რეალგაზი”, შპს ,,ნიუ მოტორსი”, შპს ,,უნივერსალი”, შპს ,,საქმიანი სახლი”, შპს ,,სპორტმშენსერვისი”, შპს ,,აზერ რამან კო”, სკოლა ,,ბრიტანული ცენტრი”, შპს “M პროდაქტი”, შპს ,,პირველი ნაბიჯი საქართველო”, შპს ,,ახალი სამშენებლო კომპანია”, შპს ,,სოფია გოლდ კომნპანი”, შპს ,,ასტრა პარკი“, შპს ,,პარაგრაფი”, შპს ,,ჩარდახი”, შპს ,,თერმარსენალი”, შპს ,,ფერი”, შპს ,,თ და გ”, შპს ,,თერმოინდუსტრია”, შპს ,,ბაზი”, შპს ,,ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი”, შპს ,,ვისოლ ავტო ექსპრესი”, შპს ,,შMAღთ GღOUP”, შპს ,,მილჰაუს+”, შპს ,,ღვინის ლაბორატორია”, შპს ,,კერხერი”, შპს ,,ბიზნეს სახლი”, შპს ,,ჰობ დეველოპმენტი”, შპს ,,ავტოკომფორტი”, შპს ,,აირკომპანი”, შპს ,,ორიენტ ლოჯიკი”, შპს ,,სტეპლაინი”, შპს ,,მონტაჟ ჯორჯია”, შპს ,,ფაინ თრი გრუპ”, ი/მ ვაჟა თოდუა, ი/მ თენგიზ სულაქველიძე, შპს ,,ნდს მშენებლობა”, შპს ,,ელგრო მოტორსი”, სს ,,გრინვეი საქართველო”, სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო, ააიპ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, შპს ,,ჯეოტურანი”, შპს ,,G & A GღOUP”, აგრარული უნივერსიტეტი, კლინიკა ,,ლანცეტი”, შპს ,,ქლინ ფლეისი”, შპს ,,საერთაშორისო კორპორაცია აი-სი-არ”, ,,ბეთელის მოხუცები”, შპს ,,ვიონი საქართველო”, შპს ,,თბილისის თავისუფალი სკოლა”, შპს ,,სიპიეს ჯორჯია”, შპს ,,ქიმიური კომპანია გეოჯემი”, შპს ,,ვალენტინი”, შპს ,,სუპერი”, ი/მ მურთაზი ვეშაგური. შპს ,,თეგეტა მოტორსი”, შპს ,,ფოლსვაგენის ცენტრი”, შპს ,,ჯოკო რესტორანი”, შპს ,,გრუსია”, სს ,,სმარტ რიტეილი”, ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი”, შპს ი/მ თეიმურაზ აკიშბაია – კვების ობიექტი, ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი, დიღომი-გლდანის შემაერთებელ გზაზე მდებარე რესტორანი ,,მაკდონალდსი”, ოლიმპიური კომპლექსი, აშშ-ს საელჩო, სუპერმარკეტი ,,გუდვილი”, რესტორანი - ,,რიტონი+”, პანორამა, დიდი დიღმის III მ/რ-ის მიმდებარედ – რესტორანი ,,ბერმუხა”, რესტორანი ,,შარბათი”, რესტორანი ,,ფორტუნა”, მათემოტორსი, ასევე აღმაშენებლის ხეივანში განთავსებული საზკვების ობიექტები-რესტორნები და სხვა. დიდ დიღომში - დიდი დიღომი – როსტევან მეფის ქ. 1-ში შპს “ლაგი დიღომის”, მელიქ სურხავის ქ. 9 (ოთხი ათასი მესხის ქ. 9), ვეფხისტყაოსნის ქუჩის ნაწილს (2-დან 36-ის ჩათვლით, ასევე 43, 86), ნინო აბაშიძე ორბელიანის (უსენის) ქ. 1ა, ასმათის ქუჩის ნაწილს (1-დან 13-ის ჩათვლით, 2-დან 16-ის ჩათვლით) დიდი დიღმის ტერიტორიაზე, სოფ. დიღომის მიმდებარედ – როსტევან მეფის, დავარის, სოფ. დიღომი, ნაკვ. 039/028, სოფ. დიღომში – კორპ. 4, დიდი დიღომი, ნაკვ. 037/457-ში – ამხანაგობა ,,მეგობრობა 2012”-ის, იოანე პეტრიწის ქ. 1-ის მიმდებარედ, დიდი დიღმის III მ/რ-ის მიმდებარედ (ტელევიზორების ქარხნის მიმდებარედ) – ,,ამხანაგობა 135”-ის, შპს ,,ალფა დეველოპმენტ პლიუსი”-ს, მირიან მეფის, პეტრე იბერის ქუჩისა და შესახვევის, გიორგი ბრწყინვალის,, ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, დიდი დიღმის I მ/რ-ის, ცენტრალური გზის მიმდებარედ, დიდი დიღმის III მ/რ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსების, სოფ. ზურგოვანა და მიმდებარედ არსებული ამერიკელების დიპლომატიური დასახლება, ასევე სოფ. დიღომის მიმდებარედ - ნიკო ბურის, რამაზის, ნესტან დარეჯანის, ბარონ დე ბაის, იაკობ რაინეგსის, კრისტიან სტივენსის, 100 ათასი მეფის, ფარნავაზ მეფის, დემეტრე თავდადებულის, მირიან მეფისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, და სხვა. (დაახლოებით 11 500-მდე აბონენტი) აღნიშნულ გათიშვასთან დაკავშირებით გაზმომარაგება შეუწყდება შპს ,,დიდი დიღომი”-ს აბონენტებსაც.
„გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხუთშაბათს - 9 ნოემბრის 10:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე. თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დიკონფორტის გამო. გთხოვთ, არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, - აცხადებენ თბილისი ენერჯიში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.