მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.4
-0.0059
flag
AZN 1.5726
-0.0007
flag
CNY 39.395
0.0044
flag
EUR 3.1124
0.0104
flag
GBP 3.6067
0.0163
flag
KZT 56.56
-0.0003
flag
TRY 0.0585
0
flag
USD 2.6732
-0.0012
news banner

,,სარფის" მებაჟე ოფიცრებმა მალულად განთავსებული არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

news image

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ,,სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქის, მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, წინასწარ მოწყობილ სამალავში, აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი - კერძოდ, 180 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი და 1000 ლარით დაჯარიმდა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო

27.05.2026.12:21

დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. 

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აღნიშნულ კომპანიებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

„დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებულ კომპანიებზე (შპს „ეიაიფორი“, შპს „არვიქს“ და შპს „რაპირა გრუპ“) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები.

დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო.

გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „ეიაიფორი“ და შპს „არვიქს“ ფიქტიურად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დარეგისტრირდნენ სხვა პირების სახელზე, რეალურად კი ოპერირებდნენ რუსეთში, მოსკოვში და საქართველოში აქტივები ან ოფისები არ გააჩნდათ.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით.

რაც შეეხება შპს „რაპირა გრუპის“ უკანონო საქმიანობას, დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით დარეგისტრირებული კომპანია, ვებგვერდ „rapira.net“-ის საშუალებით, ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს და მისი დომენიც რუსულ რეგისტრატორთან არის გაფორმებული. კომპანიას არანაირი ბრუნვა საბანკო ანგარიშებზე, აქტივები ან ოფისები საქართველოს ტერიტორიაზე არ უფიქსირდება და მისი რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით, აგრძელებს აქტიურ მუშაობას ფინანსურ და კიბერდანაშაულთან ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა