მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საშინაო და საკლასო დავალებების სავალდებულოობა გავაუქმეთ - ეს არის მასწავლებლების მრავალი წლის მოთხოვნა - მინისტრი

news image
mbc image

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი დღეს გამართულ ბრიფინგზე ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებებს გამოეხმაურა.

[საშინაო და საკლასო დავალებების] სავალდებულოობა გავაუქმეთ, მივეცით მეტი აკადემიური თავისუფლება და აქვე მზად ვართ ყველა სერვისი აღმოვუჩინოთ სკოლებს, - განაცხადა მინისტრმა. 

მისივე თქმით, მასწავლებელს მიენიჭა მეტი უფლება, რომ თვითონ განსაზღვრონ, დაგეგმონ, როგორი შეფასების მეთოდი და ფორმულა აქვთ. 

„არავის არაფერი არ გაუუქმებია. შედით რომელიმე სკოლაში და ჰკითხეთ მასწავლებლებს, ეს რომ მოხდა არის კარგი თუ ცუდი? მათი და ბავშვების ინტერესებში შედის, თუ არა? სავალდებულოობა გაუქმდა და არა საშინაო დავალება.

შესაბამისად, სკოლას, მასწავლებელს იმ ავტონომიის ფარგლებში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ (დეკემბერში ამასთან დაკავშირებით საჯარო პრეზენტაცია გვექნება), მივანიჭეთ მეტი უფლებამოსილება თვითონ განსაზღვრონ, დაგეგმონ, როგორი შეფასების მეთოდი და ფორმულა აქვთ და არა ის, რომ რამე გავაუქმეთ. აქვე ვეუბნებით, რომ ნებისმიერ მათ შერჩეულ ფორმაში და მეთოდში სამინისტრო, შესაბამისი ჩვენი სსიპ-ები და სტრუქტურები მზად არიან სერვისები აღმოუჩინონ, ანუ დაეხმარონ მათ დანერგვაში. ეს პირიქითაა, რამე კი არ გავაუქმეთ, მასწავლებლების უმრავლესობის მოთხოვნაა წლების განმავლობაში, რომ მათ მივანიჭოთ მეტი აკადემიური თავისუფლება, მივცეთ შესაძლებლობა, რომ ცენტრალიზებული, ასე ვთქვათ, ბრძანების თუ მითითების მიღმა ჰქონდეთ შესაძლებლობა ესა თუ ის საგანი, თუ კლასი, საათობრივი ბადე, სასწავლო გეგმა სკოლამ თავად დაგეგმოს, ვინაიდან მათ უკეთ იციან ადგილზე, სკოლებში თავიანთ მოსწავლეებს რა სჭირდებათ, ვიდრე შესაძლოა სამინისტროში იყოს. ამიტომ ჩვენ ეს სივრცე გავხსენით, შევქმენით და არა ის, რომ ახლა აქ ვინმე ზის სამინისტროში და არ ესმის საშინაო დავალების არსი, ისე როგორც ტირაჟირებს ზოგიერთი სააგენტო. სავალდებულოობა გავაუქმეთ, მივეცით მეტი აკადემიური თავისუფლება და აქვე მზად ვართ ყველა სერვისი აღმოუჩინოთ მათ.

ჩვენ არავის თავზე არაფერს არ მოვახვევთ, არავის არაფერი გაუნულდება ან არავის დავავალდებულებთ, რომ ძველი მიატოვოს და ახალზე გადავიდეს. ჩვენ უბრალოდ არ გვინდოდა ახალ სასწავლო წლამდე დალოდება, ანუ 2024 წლის სექტემბრამდე. შესაბამისად, ახლაც არაფერი სავალდებულო აქ არ არის და ასე ვთქვათ საგანგაშო.

სამწუხაროდ, დღეს სკოლებში ჩვენ არ გვაქვს ეროვნული შეფასება, ანუ განმსაზღვრელი შეფასება, რომელიც ადამიანის სკოლის დამთავრება-არდამთავრებას აფასებს. ჩვენ გვაქვს ის შეფასების მოდელი, რომელიც დღეს სკოლებში გვაქვს. აქაც ჩვენ მასწავლებლებს და დირექტორებს მარტო არ დავტოვებთ, ამ შეფასებაში და ეს პირიქითაა, ეს არ არის ჩემი ან ორი ადამიანის გადაწყვეტილება, ეს არის მასწავლებლების მოთხოვნა მრავალი წლის განმავლობაში, რომელსაც ჩვენ ვუპასუხეთ და მივეცით მეტი აკადემიური თავისუფლება“, - განაცხადა მინისტრმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა