სასტუმრო პულმანი ეროვნული ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
სფფ-ისა და სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პარტნიორობის ფარლგებში, პულმანი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო იქნება.
თანამშრომლობის აღსანიშნად, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსნადრე იაშვილმა სასტუმრო პულმანის გენერალურ მენეჯერს, ვინსენტ დიუჟარდენს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური გადასცა.
? ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): „დიდი მადლობა ბატონ ვინსენტს და სასტუმრო პულმანის მთლიან გუნდს. მოხარული ვარ ჩვენ შორის შემდგარი თანამშრომლობით და მჯერა, რომ ეს პარტნიორობა ორივე მხარისთვის წარმატებული იქნება.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი სასტუმრო პულმანში თავს კომფორტულად იგრძნობს და ყველანაირი პირობა ექნება სრულფასოვანი მომზადებისთვის“.
? ვინსენტ დუჟარდინს, სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსის გენერალური მენეჯერი: „ჩვენთვის დიდი პატივია ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძლობა. ვუსურვებთ მათ დიდ წარმატებას ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ჩვენი მხრიდან ხელს შევუწყობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და სათანადო გარემოთი.
Accor-ის ორგანიზაციას აქვს საფეხბურთო სამყაროსთან წარმატებული თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება და შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ არსებული გამოცდილება საშუალებას მოგვცემს სფფ-სთან თანამშრომლობა იყოს ხანგრძლივი და წარმატებული. კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებას საქართველოს ნაკრებს ყველა თამაშზე.“
ერთ-ერთ უმსხვილეს ფრანგულ ბრენდ Accor-ის ჯგუფში შემავალი პრემიუმ-კლასის სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers თბილისის ყველაზე მაღალსართულიან შენობაში 2022 წლის ივნისში გაიხსნა. ულტრათანამედროვე, გამორჩეული კონცეფციის მქონე სასტუმროა, 220 ლოფტის ტიპის ოთახითა და 2000 მ2 - ის საკონფერენციო სივრცეებით. 140 მეტრის სიმაღლეზე განთავსებული რესტორნიდან და ბარიდან ქალაქის პანორამული ხედები იშლება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.