მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7212.7
-0.003
flag
AZN 1.5424
-0.0007
flag
CNY 39.056
-0.0049
flag
EUR 2.9807
-0.0118
flag
GBP 3.4665
-0.017
flag
KZT 59.33
0.0034
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6218
-0.0011
news banner

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ

news image
mbc image

შსს-ის მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ.

სერვისით სარგებლობა ასევე შეეძლებათ იმ პირებს, რომლებსაც უკვე ჩაბარებული აქვთ გამოცდის პირველი ეტაპი და არ უსარგებლიათ გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლის უფლებით. 

რიგის დაჯავშნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მომსახურების სააგენტოს აპლიკაციით - Service Agency და ვებგვერდის - Sa.gov.ge საშუალებით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ე.წ. დეზერტირების ბაზარი აუცილებლად უნდა განახლდეს - თბილისის ვიცე-მერი

25.09.2026.11:04

ე.წ. დეზერტირების ბაზარი აუცილებლად უნდა განახლდეს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება დეზერტირების ბაზარს, პირველ რიგში, დამეთანხმებით, რომ არსებული შენობა არის ავარიული და იქ არსებული სიტუაცია ნამდვილად საჭიროებს განახლებას.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ნებართვაც კი არის გაცემული კერძო მესაკუთრეზე, რომლითაც ახალი სავაჭრო ცენტრი უნდა იქნეს აშენებული. თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იქნეს იმ ადამიანების ინტერესი დარღვეული და იქნეს დაცული, რომლებიც ამჟამად არიან იქ დაკავებულები ვაჭრობით და ეს წარმოადგენს მათთვის შემოსავლის წყაროს.

და ზუსტად ამ მიმართულებით იყო ორი დღის წინ თბილისის მერის განცხადება გაკეთებული და მან აღუთქვა ამ ადამიანებს სრული მხარდაჭერა იმისათვის, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩება იმგვარად, რომ მას არ ჰქონდეს შესაძლებლობა თავიანთი საქმიანობის გაგრძელების.

ადმინისტრაცია არის ვალდებული, ვიდრე რაიმე სახის სამუშაოები იქნება განხორციელებული, ამ ადამიანების მიმართ იქნეს შეთავაზებული ალტერნატიული შესაძლებლობა, ალტერნატიული ფართები და ამ მხრივ ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ.

კიდევ ერთხელ, მეც, ჩემი მხრივ, მინდა მივმართო ამ ადამიანებს და დავუდასტურო თბილისის მერიის გვერდში დგომა და თითოეული მათგანი იქნება აბსოლუტურად იმ შეთავაზებებით, რომელიც იქნება მათთვის მისაღები.

აქედან გამომდინარე, სანერვიულო ამ მხრივაც არ არის, თუმცა დეზერტირების ბაზარი აუცილებლად უნდა განახლდეს“, - აცხადებს გიორგი ტყემალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა