სავალუტო რეზერვების შესყიდვის თვალსაზრისით, ეს წელი რეკორდული იქნება - ნათია თურნავა
წლევანდელი წელი საუკეთესოა საერთაშორისო რეზერვების შესყიდვის თვალსაზრისით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების რეკორდულ ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.
ივლისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, სავალუტო რეზერვები 416.9 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ივლისის მდგომარეობით 5.0 მლრდ დოლარს აჭარბებს.
ნათია თურნავას თქმით, რეზერვების აქტიური შესყიდვა აგვისტოშიც გრძელდება და უკვე შეიძლება ითქვას, რომ სავალუტო რეზერვების შესყიდვის თვალსაზრისით, ეს წელი რეკორდული იქნება.
„აქ ძირითად როლს ასრულებს მზარდი ეკონომიკა და პირველ რიგში, ის საექსპორტო დარგები, რომლებიც საქართველოში უცხოური ვალუტის ძირითადი შემომტანები არიან. ეს არის ტურიზმი და სხვა მომსახურებისა და სასაქონლო ექსპორტი. რა თქმა უნდა, ხაზი უნდა გაესვას ზოგადად სტაბილურ ვითარებას, რაც ძალიან მიმზიდველია ამ თავლსაზრისით, სიმშვიდე სავალუტო ბაზარზე და იმ ბიზნეს სუბიექტებთან ვინც უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული. ამ კუთხით, კეთილსაიმედო პროგნოზი გვაქვს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 სექტემბერს გამოაქვეყნებს.
სხვა სიახლეები
მთიანი რელიეფისა და მრავალფეროვანი კლიმატური ზონების გამო, საქართველოს დიდ რისკებს უქმნის წყალდიდობები, მეწყრები, ღვარცოფები და სხვა ბუნებრივი საფრთხეები - სწორედ ამიტომ, ადრეული გაფრთხილებისა და კატასტროფების რისკის მართვის ეროვნული სისტემის გაძლიერება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება | ლევან ჟორჟოლიანი
06.10.2026.12:01