სავიზო დეპოზიტის პროგრამა მუდმივი გახდა ყველა ქვეყანაში, სადაც მოქმედებდა, მათ შორის საქართველოშიც | აშშ-ის საელჩო საქართველო
სავიზო დეპოზიტის პროგრამა მუდმივი გახდა ყველა ქვეყანაში, სადაც მოქმედებდა, მათ შორის საქართველოშიც. საქართველოს მოქალაქე ყველა აპლიკანტმა, რომელსაც B1/B2 ვიზა დაუმტკიცდება, უნდა გადაიხადოს $10,000, $15,000 ან $20,000 ოდენობის დეპოზიტი. არ გადაიხადოთ დეპოზიტი წინასწარ. გასაუბრების დროს, საკონსულო ოფიცერი მოგცემთ ინსტრუქციას დეპოზიტის გადახდასთან დაკავშირებით.
გთხოვთ, გახსოვდეთ: სავიზო აპლიკაციების შესახებ ოფიციალური წყარო არის აშშ-ის მთავრობა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ ვრცელდება აშშ-ის მთავრობის წყაროდან, საჭიროებს გადამოწმებას.
მეტი ინფორმაციისთვის და ხშირად დასულ კითხვებზე პასუხებისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://ge.usembassy.gov/visas/#Bond
სხვა სიახლეები
თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა
04.08.2026.15:31
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლაჰმმა.
პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია თბილისის შემოვლითი გზის, დაახლოებით, 18.9 კილომეტრიანი, ოთხზოლიანი, გამყოფი ზოლით აღჭურვილი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა. კერძოდ, დაფინანსება მოხმარდება თბილისის შემოვლითი გზის ორ მონაკვეთს: ლოტი 4-ს (თბილისის აეროპორტი–ლოჭინი) და ლოტი 5-ს (ლოჭინი–რუსთავი).
აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის. ახალი მაგისტრალი განტვირთავს დედაქალაქში მოძრაობას, გააუმჯობესებს სატრანზიტო ნაკადების უსაფრთხოებას, ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნების გამტარუნარიანობის გაზრდას.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან დარახველიძე, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.
პროექტს განახორციელებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.