მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.6
0.0284
flag
AZN 1.5441
0.0052
flag
CNY 39.047
0.0127
flag
EUR 3.0424
0.0091
flag
GBP 3.5527
0.012
flag
KZT 57.3
0.0063
flag
TRY 0.0544
0.0002
flag
USD 2.625
0.0094
news banner

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

news image
mbc image

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გემის Zhibek Zholy შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ონლაინ გამოცემა „აი ფაქტის” მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას გემის Zhibek Zholy შესახებ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. აქვე აღვნიშნავთ,რომ
ეს არ არის პირველი შემთხვევა და აღნიშნულ ონლაინ გამოცემას გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია მიზანმიმართულად აქამდეც არაერთხელ  გაუვრცელებია.
2026 წლის 26 იანვარს, 17:15 საათზე, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შევიდა ყაზახეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ZHIBEK ZHOLY, მოსვლის ნავსადგური – ეისკი.
გემის მფლობელი და ბერბოუტ ჩარტერერი ყაზახეთში რეგისტრირებული კომპანიებია და არ იძებნება სანქცირებულ სუბიექტთა არც ერთ მოქმედ სიაში. გემი უზრუნველყოფილია მოქმედი, არასანქცირებული P&I დაზღვევით და ფლობს მოქმედ კლასს. პორტში შემოსვლისას გემის ყველა ტექნიკური და სამართლებრივი დოკუმენტი შემოწმდა დადგენილი წესით.
მედიაში მითითებული ონლაინ პლატფორმები (MarineTraffic, VesselFinder, GlobalFishingWatch) არ წარმოადგენს ოფიციალურ მონიტორინგის ინსტრუმენტებს და მათი მონაცემები ვერ გამოიყენება ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მისაღებად.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გემების მოძრაობის კონტროლს ახორციელებს ოფიციალური სანავიგაციო და საკონტროლო სისტემებით, მათ შორის: სანაპირო AIS, Radar, LRIT და სხვა პროფესიული სისტემები.
გემი საქართველოს პორტში შემოვიდა ღიად და კანონიერად. მისი შემოსვლის შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
2022 წლიდან აღნიშნული გემი ნამყოფია: ყაზახეთის, ეგვიპტის, კაბო ვერდეს, მალაიზიის, ვიეტნამის, ჩინეთის, ჰონკონგის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საქართველოს, თურქეთისა და ტუნისის ნავსადგურებში.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სანქციების რეჟიმს მკაცრად აღასრულებს. მხოლოდ ბოლო წლებში სააგენტოს მიერ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლაზე უარი ეთქვა:
• 2022 წელს – 13 გემს
• 2023 წელს – 9 გემს
• 2024 წელს – 15 გემს
• 2025 წელს – 18 გემს
• 2026 წელს (29 იანვრის მდგომარეობით) – 1 გემს.
სააგენტო მოქმედებს საერთაშორისო ვალდებულებებისა და ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით და გადაწყვეტილებებს იღებს ფაქტებზე და ოფიციალურ სამართლებრივ მექანიზმებზე დაყრდნობით, არა სპეკულაციებზე.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და ოფიციალური ფაქტების იგნორირებაზე დაფუძნებული ინტერპრეტაციები მიზნად ისახავს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, რაც მიუღებელია. 
მოვუწოდებთ ონლაინ გამოცემა “აი ფაქტს”,  თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებისგან და მის ხელთ არსებული ინფორმაციის სიზუსტე გადაამოწმოს შესაბამის უწყებებთან“, - აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში. 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს აცხადებს

01.09.2026.15:58

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს აცხადებს. 

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - https://vacancy.hr.gov.ge/საშუალებით.

კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ დირექტორატებში:

სტაჟირება დაიწყება მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან და დასრულდება 2026 წლის 31 დეკემბერს.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა