მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
0.0011
flag
AZN 1.5293
-0.0005
flag
CNY 38.834
-0.0021
flag
EUR 2.9066
-0.0088
flag
GBP 3.4395
-0.002
flag
KZT 57.77
0.0047
flag
TRY 0.0527
0
flag
USD 2.5994
-0.0011
news banner

სებ-ის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა

news image
mbc image

ტაილანდში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ვითარება და სსფ-სთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ხაზი გაესვა, რომ რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, სტაბილური ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შედეგად საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტები რჩება ძლიერი, ქვეყნის საგარეო პოზიციები კი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

აღინიშნა, რომ 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, წლიურმა ინფლაციამ 5.6%,  საბაზო ინფლაციამ 3.5%, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.7% შეადგინა, რაც მიუთითებს, რომ ფასებზე ფუნდამენტური ინფლაციური ზეწოლა შედარებით ზომიერია. ხაზი გაესვა, რომ მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრა დიდწილად მიწოდების მხარეს მოქმედი შოკებით, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის შედეგად ენერგომატარებლების გაძვირებით აიხსნება.

„ჩვენი პრიორიტეტია, არ დავუშვათ ამ შოკების ფართოდ გავრცელება შიდა ინფლაციურ პროცესებში ინფლაციური მოლოდინებისა და მეორე რაუნდის ეფექტების მეშვეობით. ინფლაციის შედარებით ხისტი მაჩვენებლები მთლიან ინფლაციაზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება. საშუალოვადიანი პროგნოზი კვლავ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და სასაქონლო ფასებთან დაკავშირებულ რისკებზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას და დადებითად შეფასდა 2026 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი. რეზერვები სსფ-ის ARA მეთოდოლოგიით განსაზღვრული ადეკვატურობის მაჩვენებლის 128.7%-ს შეადგენს. 

აღინიშნა, რომ  რეზერვების დაგროვებას ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობამ, საგარეო ბალანსის გაუმჯობესებამ და ფინანსური ნაკადების უწყვეტმა შემოდინებამ, ამასთან რეზერვების დაგროვების პოლიტიკა მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს შეფასებისას. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა, ნინო ჯელაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. ‎

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტები გამოუშვა

12.10.2026.17:36

2026 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი აღინიშნება. ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 10 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები მიუძღვნა.

მონეტების დიზაინი სებ-მა საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა. თავად მონეტები კი პოლონეთის ზარაფხანაში დამზადდა.

326 წელს საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ამ მოვლენამ საქართველოს ისტორიისა და კულტურის განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული რწმენა ქართველთა იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად იქცა და მნიშნველოვანი როლი შეასრულა ეროვნული თვითმყოფადობის, ღირებულებებისა და კულტურის ჩამოყალიბებაში. აღნიშნული ისტორიული მოვლენა წმინდა ნინოს ქადაგებას, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის გაქრისტიანებას უკავშირდება.  

მონეტის წინა მხარეს მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის (საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სიმბოლო) გამოსახულება და საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო ქრისტიანული ნათლობის სცენა. ზედა მარცხენა ნაწილში გამოსახული სამი მტრედი ყოვლადწმინდა სამების, ხოლო ერთ-ერთი მტრედის ნისკარტში მოქცეული ზეთისხილის რტო სულიწმინდის სიმბოლოა. მონეტის ზედა ნაწილში წრიულად დატანილია წარწერები: „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700", ხოლო ჯვრის ქვემოთ - საიუბილეო ციფრი „1700“ სტილიზებული სახით. ვერცხლის მონეტაზე ჯვრის გამოსახულება მოცულობითია და ახალი ტექნოლოგიით - ხისებრი ფაქტურით არის შესრულებული, ხოლო სტილიზებული ციფრი „1700“ ოქროსფერია.

მონეტის უკანა მხარეს მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საქართველოში ქრისტიანული რწმენის, სიძლიერისა და უწყვეტობის ნიმუში - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი. ტაძრის გუმბათის ზემოთ, რკალზე, დატანილია ნომინალის აღმნიშვნელი წარწერა. რკალის ზემოთ გამოსახულია მზის სხივები, მარადისობის და ქრისტეს, როგორც „სამყაროს სინათლის“ სიმბოლო. მონეტას რკალად გასდევს ტრადიციული ქართული ორნამენტი, რაც ურთიერთდაკავშირებულობასა და უწყვეტ მემკვიდრეობას აღნიშნავს. მონეტის ზედა ნაწილში დატანილია წარწერები „საქართველო 2026 GEORGIA“.  

წარწერებში გამოყენებული შრიფტი სპეციალურად აღნიშნული მონეტის დიზაინისთვის შეიქმნა.  

ოქროს მონეტის მახასიათებლები:


ნომინალი: 10 ლარი
შემადგენლობა: Au 900
წონა: 8.5 გ
დიამეტრი: 25 მმ
წიბო: გლუვი
ხარისხი: პრუფი
მოჭრის რაოდენობა: 3 000 ცალი
გამოშვების წელი: 2026

ვერცხლის მონეტის მახასიათებლები:

ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: Ag 925
წონა: 28.28 გ
დიამეტრი: 38.61 მმ
წიბო: გლუვი
ხარისხი: პრუფი
მოჭრის რაოდენობა: 10 000 ცალი
გამოშვების წელი: 2026

ოქროს მონეტები 3 000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 3 250 ლარს შეადგენს. 

ვერცხლის მონეტები 10 000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 300 ლარია.

მონეტების რეალიზაცია 2026 წლის 13 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან დაიწყება. მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან, ასევე ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით.

საკასო ცენტრი - მისამართი: ქ. თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის 2 (კახეთის გზატკეცილი 72), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00).


ყვარლის ფულის მუზეუმი - მისამართი: ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 10, სამუშაო დღეები: - ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00).

ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზია - https://moneymuseum.nbg.gov.ge/

იმისათვის, რომ მონეტების შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა, საწყის ეტაპზე დაწესებულია შეზღუდვა - ერთ მომხმარებელს შეეძლება  არაუმეტეს 1 ცალი ოქროს ან/და 1 ცალი ვერცხლის მონეტის შეძენა.

საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან მონეტის შეძენისას, მომხმარებელმა აუცილებლად თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა