სებ-მა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი შპს „ნოვა“ დააჯარიმა
სებ-მა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი შპს „ნოვა“ (ს/ნ: 202358126) დააჯარიმა, აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი - შპს „ნოვა“ (ს/ნ: 202358126) „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტის საფუძველზე, 1 000 (ათასი) ლარით დააჯარიმა.
,,აღნიშნული სანქცია გამოიცა „ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №181/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის”, - აღნიშნულია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
24.10.2026.15:22
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის კმ1-კმ21 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.