სებ-მა „ტერაბანკი“ 5 000 ლარით დააჯარიმა
საქართველოს ეროვნული განკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომერციული ბანკი სს „ტერაბანკი“ (ს/კ 204546045) 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დაჯარიმდა. კერძოდ: ერთ კლიენტთან მიმართებით არ მოხდა კანონმდებლობისა და შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი, გარიგების, საქმიანობის, ქონების და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს
04.09.2026.17:15
მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.
ინფლაცია
საბანკო სექტორი
საგარეო სექტორი
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.