მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განხილული საჩივრების შედეგად, აგვისტოს მდგომარეობით, მომხმარებლისთვის ანაზღაურებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 426 ათასი ლარი შეადგინა

news image
mbc image

მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულმა დავების განმხილველმა კომისიამ საქმიანობის ფარგლებში განიხილა და წარმოებაში მიიღო მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შორის არსებული დავების თაობაზე შემოსული 150 საჩივარი. მათგან 125 დავა უკვე დასრულებულია, ხოლო 25 - განხილვის და მოკვლევის პროცესშია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კომისიის მიმართ მოქალაქეების მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო საკანონმდებლო ცვლილებებმა.  ცვლილებების თანახმად, დავის საგნის ღირებულება, რომლის ფარგლებშიც კომისია უფლებამოსილია განიხილოს მომხმარებელთა საჩივრები, 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზარდა. მომხმარებლების მიერ წარდგენილი საჩივრები უმეტესწილად უკავშირდება ანგარიშიდან განხორციელებულ გადახდის ოპერაციებს, რომლებსაც მომხმარებელი არ ეთანხმება. 

ამასთან, კომისიის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილებების შესაბამისად, მომხმარებლებისთვის უკვე ფაქტობრივად ანაზღაურებული/ჩარიცხული თანხების ჯამური მოცულობა 426 ათას ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე მიმდინარე დავების ჯამური ღირებულება 400 ათასი ლარია, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, პროვაიდერების მიერ მომხმარებლებისთვის ასანაზღაურებელი დარჩენილი თანხის მოცულობა 393 ათასი ლარია.

ჯამურად, კომისიის საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში შემოსული საჩივრებით მოთხოვნილი თანხის მოცულობა 1 მილიონ 645 ათას ლარს შეადგენს. 

საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია მომხმარებლებისთვის დავის განხილვის სწრაფ, ეფექტურ და უფასო მექანიზმს წარმოადგენს. კომისიის მიზანია საგადახდო მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მათი სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფა და ციფრული გადახდების მიმართ მომხმარებლების ნდობის განმტკიცება.

კომისია წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს და მისი შექმნა უკავშირდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას.

მომხმარებელი უფლებამოსილია, საჩივრით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტ-ბანკიდან, მობაილ-ბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, გადახდის ოპერაციის შესრულების ვადის დარღვევას, არასწორად შესრულებულ ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გაიმარჯვა სტარტაპმა Goni, რომელმაც GITA-ს 20 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა

30.10.2026.20:41

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გამოვლინდა გამარჯვებული სტარტაპი - Goni. გუნდის წევრებმა, თინა სიხარულიძემ და ნიკოლოზ დარსალიამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 20,000-ლარიანი საგრანტო დაფინანსება მოიპოვეს.

ღონისძიებას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიგი კეჟერაშვილი დაესწრო, რომელმაც გამარჯვებულ გუნდებს პრიზები გადასცა.
Fintech ჰაკათონში, რომელიც ორ - ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის მიმართულებებს აერთიანებდა, 28 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მონაწილეები ინტენსიურად მუშაობდნენ ფინანსური სექტორის წინაშე არსებული რეალური გამოწვევების ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე. ტრენინგების, ონლაინ და პირისპირ მენტორშიფ-სესიებისა და პირველადი შერჩევის ეტაპის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე 8 გუნდი გადავიდა. მათ საკუთარი პროექტები Demo დღეზე ჟიურის წარუდგინეს.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ჰაკათონის გამარჯვებული გახდა სტარტაპი Goni, რომელმაც მიმართულებაში - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფინანსურ სექტორში“- საუკეთესო შედეგი აჩვენა. სტარტაპი შექმნილი პროტოტიპის შემდგომ განვითარებას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო დაფინანსებით გააგრძელებს. პროექტის პარტნიორების - Tether-ისა და Pave Bank-ის მხარდაჭერით, გუნდი Goni ასევე გაემგზავრება დუბაიში, სადაც გლობალურ ტექნოლოგიურ გამოფენას - GITEX Global 2026-ს დაესწრება.

ჰაკათონის მეორე მიმართულებაში - „ღია ბანკინგის API-ების დიაგნოსტიკა და ბენჩმარკინგი“ - საუკეთესო გუნდად Faeda AI დასახელდა. გუნდის წევრებმა, ორხან შამილოვმა და ნუცა ზალუაშვილმა, Tether-ისა და Pave Bank-ის მხარდაჭერით, აზიის ერთ-ერთ წამყვან ფინტექ ღონისძიებაზე - Singapore FinTech Festival 2026-ზე დასწრების შესაძლებლობა მოიპოვეს, სადაც ისინი საკუთარ პროექტს საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგენენ.

Fintech ჰაკათონი მიზნად ისახავდა ფინტექ სექტორში ინოვაციური და მასშტაბირებადი პროდუქტების შექმნის ხელშეწყობას, ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური ტალანტების განვითარებასა და ფინანსურ ტექნოლოგიებში ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის სტანდარტების დანერგვის წახალისებას. პროექტი 15 ოქტომბერს თბილისის ტექნოპარკში დაიწყო და მასში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართველმა, ისე საერთაშორისო სტარტაპერებმა. ჰაკათონის განმახორციელებელი კომპანიაა თბილისის კომუნიკაციის სკოლა (commschool).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა