მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

სემეკი მოსახლეობას აფრთხილებს

news image
mbc image

სემეკი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ადგილი აქვს კომუნალური მომსახურების კომპანიების სახელით გაურკვეველი პირების მიერ მოქალაქეებთან განხორციელებულ ზარებს. 

სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს ასეთი ზარების შემთხვევაში არ გაუზიარონ არავის საკუთარი პერსონალური მონაცემები. 

„გაურკვეველი პირები მოქალაქეებს სთხოვენ პირადი მონაცემებისა და საბანკო ინფორმაციის გაზიარებას, რიგ შემთხვევებში სთავაზობენ ადგილზე მისვლას ან/და სხვადასხვა ფინანსურ ოპერაციის შესრულებას ტელეფონით. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) აფრთხილებს მოსახლეობას: აღნიშნული სატელეფონო ზარები არ ხორციელდება კომუნალური კომპანიების მიერ. 

სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი ტიპის სატელეფონო ზარების შემთხვევაში არ გააზიარონ პერსონალური მონაცემები. საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ იმ კომუნალურ კომპანიას, რომლის სახელითაც ხორციელდება ზარი ან დაუკავშირდნენ სემეკს ქოლცენტრის ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან)“, - აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია - მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში l კახა კალაძე აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებაზე

17.08.2026.13:50

ჩვენ ყოველთვის ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბოლო დღეების განმავლობაში ერთ-ერთი კომპანიის მიერ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

მისი შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან ყოველთვის არასახელმწიფოებრივი განცხადებები ისმის, რადგან ცდილობენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელი შეუშალონ.

„ჩვენს მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯზე, რომელიც დაკავშირებულია მომავალთან, ოპოზიციის მხრიდან ყოველთვის მტრულ და არასახელმწიფოებრივ განცხადებებს ვისმენთ. ისინი თავიანთი ქმედებებით ყველაფერს გააკეთებენ და შეეცდებიან, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რადგან არიან უსამშობლო ადამიანები და საქართველო მათთვის უბრალოდ ტერიტორიაა; არ აქვთ განცდა, რომ საქართველო მათთვის სამშობლოა; იმართებიან გარედან, წარმოადგენენ აგენტურას. შესაბამისად, რასაც ავალებენ და მოსთხოვენ იმას აკეთებენ, ჩვენ კი ყოველთვის ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები „ოკუპაციის შესახებ“ კანონს არ სცდება.

„იცით, რომ არსებობს კანონი „ოკუპაციის შესახებ“ და ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი ამ კანონს არ სცდება. ხალხებს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მოვახერხოთ აფხაზებთან თანაცხოვრება. სამედიცინო დახმარება იქნება, საწვავის მიმართულებით ხელშეწყობა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ყოველთვის გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება აფზახეთისთვის საწვავის მიმწოდებელ კერძო კომპანიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, კახა კალაძე პასუხობს, რომ კონკრეტულ კომპანიაზე ინფორმაციას არ ფლობს, რადგან დღეს ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია.

„არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ნაბიჯი, ყველა გადაწყვეტილება, რაც დაკავშირებულია აღნიშნულ საკითხთან, არსებული კანონის ფარგლებში ხდება. ქვეყანაში დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. 2012 წლამდე ამ მხრივ რაც ხდებოდა - ბიზნესზე შეტევა, ტერორი, წართმევა, ოჯახების გაუბედურება, წარსულს ჩაბარდა. შესაბამისად, მთავარია, ბიზნესსექტორის გადაწყვეტილებები, მათი ქმედებები, გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში. აბსოლუტურად ყველა თავისუფალია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა