მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სემეკმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

news image
mbc image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს  ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების ძირითად ასპექტებს, რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და სემეკის საქმიანობის მიმართულებების მიმოხილვას. 

სემეკის თამჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, 2023 წელი კომისიისთვის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენით გამოირჩეოდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მისი თქმით, აღსანიშნავია წამყვანი საერთაშორისო ენერგეტიკული ორგანიზაციების მიერ სემეკისთვის მინიჭებული მანდატი, 2026 წელს ენერგეტიკის რეგულირების ენერგეტიკული ფორუმის საქართველოში ჩატარების შესახებ.

დავით ნარმანიამ ისაუბრა სემეკის სატარიფო პოლიტიკაზე. მან აღნიშნა, რომ 2023 წელს სემეკმა მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის  სამომხმარებლო  ტარიფები 3 თეთრით შემცირდა.  

„2023 წელს კიდევ უფრო გაიზარდა სემეკის როლი რეგულირების თვალსაზრისითაც. კომისიის რეგულირების სფეროს მელიორაციის სექტორი დაემატა. სემეკმა აქტიურად დაიწყო მუშაობა მელიორაციის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებაზე, დამტკიცდა საირიგაციო წყლის მიწოდების წესები, ასევე სატარიფო მეთოდოლოგია.

სემეკის სტრატეგიული მიზანია როგორც კომპანიების, ასევე მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების მდგრადი, მარეგულირებელი გარემოს მუდმივი განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს კიდევ უფრო გამკაცრდა რეგულირებადი კომპანიების საქმიანობის მონიტორინგი, კვლავ დაფიქსირდა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები, რის გამოც, გარდა კონკრეტული დავალებებისა, კომპანიებს დაეკისრათ სანქციები. ამასთანავე, კომისიის გადაწყვეტილებებით, 2023 წელს მოქალაქეებს ჩამოეწერათ კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული  თანხები, ჯამში - 3 მილიონ ლარზე მეტი, ასევე მომსახურების ხარისხის სტანდარტების დარღვევის გამო, კომპანიებმა მომხმარებლებზე გასცეს 1 მილიონ ლარზე მეტი კომპენსაცია“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.  

სემეკის თავმჯდომარის თქმით, კომისია განაგრძობს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. დავით ნარმანიამ  ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განათლების ხელშეწყობის თვალსაზრისით სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის როლზე, რომლის ეგიდითაც ხორციელდება სხვადასხვა პროექტები როგორც სექტორში დასაქმებულთათვის, ასევე სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის. მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების ცოდნის დონის ამაღლებას, ქალთა გააქტიურებას ენერგეტიკის სექტორში.     

სემეკის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე: https://gnerc.org/ge/commission/commission-reports/tsliuri-angarishebi

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა