მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

news image
mbc image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ აბონენტებზე მასობრივად განხორციელებული მაღალი დარიცხვების შესწავლა დაიწყო.

მოქალაქეთა მომართვების საფუძველზე კომისიაში მიმდინარეობს აღნიშნული საკითხების ინდივიდუალურად მოკვლევა. თუ შესწავლის შედეგად დადასტურდება, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ქსელზე მიერთების საფასურის დარიცხვა განხორციელდა უკვე მოქმედ აბონენტებზე, რაც არ შეესაბამება სემეკის რეგულაციებსა და წესებს, მომხმარებლებს აღნიშნული დარიცხვები ჩამოეწერებათ. (გარდა სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელებზე თვითნებური მიერთებების შემთხვევებისა).

კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ შესწავლის შედეგად დადასტურდება აბონენტებზე მასობრივად უსაფუძვლო დარიცხვების განხორციელება, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირების მექანიზმები.

აღნიშნული არ შეეხება იმ აბონენტებს, რომლებიც არ იხდიან მომსახურების საფასურს და არღვევენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარასა და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით - გარემოს ეროვნული სააგენტო

06.11.2026.18:03

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს.

„7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარასა და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი. 

დიდთოვლობის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა აჭარა-გურიის მდინარეებისა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული ადგილების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა