სემეკმა „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე სს „თელასი“ სალიცენზიო პირობებისა და სემეკის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევის გამო დააჯარიმა. კომპანიას დაევალა სანქციის სახით დაკისრებული 75 000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.
დაჯარიმების საფუძველია სს „თელასის“ მიერ მაღალი ძაბვის საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზისა და სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოწყობისას უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის ნორმების დარღვევა.
კომისიის გადაწყვეტილებით, სს „თელასს“ დაფიქსირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად ვადა განესაზღვრა.
სხვა სიახლეები
ხობის მუნიციპალიტეტში თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 11.4 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს
10.08.2026.10:47
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 11.4 კმ-იან მონაკვეთზე (კმ 299–კმ 310) პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში გზაზე მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები და კიუვეტები. ასევე მოეწყობა ავტოპავილიონი, გზასთან მიერთებები და საგზაო ნიშნები, ხოლო გზის სავალ ნაწილზე განხორციელდება ჰორიზონტალური მონიშვნა.
ამ ეტაპზე ეწყობა ხელოვნური ნაგებობები, მათ შორის კიუვეტები, წყალგამტარი მილები და სარეგულაციო კედლები.
პროექტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება გზის მონაკვეთის ტექნიკური მდგომარეობა და საგზაო მოძრაობის პირობები.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ღირებულება 19.2 მილიონ ლარს შეადგენს.