სემეკსა და მონღოლეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და მონღოლეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და მონღოლეთის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ.
მემორანდუმი ითვალისწინებს ენერგეტიკის საკითხებზე ინფორმაციის გაზიარებას, მხარეთა მიერ ორგანიზებულ ღონისძებებში მონაწილებას, დოკუმენტების, კვლევებისა და პუბლიკაციების გაცვლას.
მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად, სემეკში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სემეკის წარმოამდგენლებმა მონღოლ კოლეგებს გააცნეს საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობა, გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების საკითხები, სატარიფო რეგულირების პრინციპები და მომსახურების ხარისხის კონტროლის მექანიზმები, დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი და ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვი სისტემა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
08.06.2026.18:45
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის პროექტებს, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) პარტნიორობით, საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილ პარტნიორობას.
მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისთვის.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი ჰუგო დებრუა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფანი დელპი.