მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

სეტყვის შედეგად ალდაგში ყველაზე მეტი 3 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა - ჯამური ზარალით 10 მილიონ ლარამდე

news image
mbc image

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმციით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია. 2026 წლის 3 თვის მიხედვით, რაოდენობრივ ჭრილში, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობებში მოქმედი პოლისების რაოდენობა კი 155,671-ს უტოლდება.

სადაზღვევო კომპანიების ინფორმაციით, 20 ივნისს დედაქალაქში ძლიერი სეტყვის შედეგად განაცხადების საკმაოდ დიდი რაოდეობა დაფიქსირდა.

• თიბისი - შემთხვევების რაოდენობა 2 500-ზე მეტი | ზიანი 4 მლნ. ლარზე მეტი
• ალდაგი - შემთხვევების რაოდენობა 3 000-მდე | ზიანი 10 მლნ. ლარი
• ჯიპიაი - შემთხვევების რაოდენობა 1 500-ზე მეტი


2026 წლის 3 თვის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში (CASCO, MTPL, MPA) მოზიდული პრემია სულ 98.7 მლნ. ლარს უტოლდება, ხოლო ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

• ალდაგი - 19 მლნ. ლარი | 19%-იანი ბაზრის წილი
• ბენეფიტი - 17.6 მლნ. ლარი | 18%-იანი ბაზრის წილი
• თიბისი - 16.9 მლნ. ლარი | 17%-იანი ბაზრის წილი
• ნიუ ვიჟენ - 14 მლნ. ლარი | 14%-იანი ბაზრის წილი
• ჯიპიაი - 11.5 მლნ. ლარი | 12%-იანი ბაზრის წილი
• სხვა 19.7 მლნ. ლარი | 20%-იანი ბაზრის წილი

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს, ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი | ლევან დარსალია

11.09.2026.21:57

„ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე გვაქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, რომელიც ძალიან მალე სატესტო რეჟიმში ჩაეშვება. ამ პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის იქნება მიწოდებული ყველანაირი ინფორმაცია, მათ შორის წარმოდგენილი იქნება მთის ინტერაქციული რუკები, სადაც პოტენციური დამსვენებელი შეძლებს ნახოს, თუ რომელი ტრასა და საბაგირო არის გახსნილი, რა სიგრძისა და სირთულისაა ტრასები - მიიღოს ყველანაირი დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, ე.წ ლაივკამერებით შეძლებს კურორტისთვის თვალყურის დევნებას. ეს ვებგვერდი უკვე მუშავდება და სეზონის დაწყებამდე სატესტო რეჟიმში გაეშვება“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.

მისივე თქმით, „ემ თი ეი“-მ წელს გუდაურში დამწყები მოთხილამურეებისთვის სასრიალო არეალის განვითარება გადაწყვიტა. 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის ორი ახალი, ბიგელის ტიპის საბაგირო - ჯამური სიგრძით 1 400 მეტრი - და 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა მონტაჟდება.

„ანალიზის შედეგად დავადგინეთ, რომ ჩვენი ვიზიტორების 35-დან 40 პროცენტამდე დამწყებია და, შესაბამისად, არეალის მოწყობა გვინდა ზუსტად დამწყები მოთხილამურეებისთვის, ასევე ჩვენი ტურისტული პოტენციალისა და ადგილობრივი მომხმარებლების ბაზის გასაზრდელად. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.

ლევან დარსალიას თქმით, „ემ თი ეი“ წელს ამატებს ონლაინ გადახდის ფუნქციას. ახალი პლატფორმების საშუალებით დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, აბონემენტები მთის ტრასების სააგენტოს ვებ-გვერდიდან შეიძინონ.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც და მისი მეშვეობით გვინდა, რომ მომავალი სეზონისთვის დავნერგოთ ციფრული აბონემენტის პროდუქტი. შესაბამისად, „ემ თი ეი“-ს ამ აპლიკაციის მეშვეობით დამსვენებელს შესაძლებლობა ექნება, სერვისები, რომლებიც ვებგვერდზეა, ბევრად უფრო მოხერხებულად გამოიყენოს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე, არა მხოლოდ სერვისების გაუმჯობესებისთვის, არამედ ჩვენი საოპერაციო ეფექტურობის მისაღწევად“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა