სგპ ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დეტალური დათვალიერების შედეგად, სამგზავრო ხელჩანთაში, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 165 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 43245 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
18.06.2026.09:27
18 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +33 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმის ალბათობაა, დღისით +31, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
სოხუმშიც იწვიმებს, +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ნალექიანია მოსალოდნელი, დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში ღრუბლიანი დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
ბორჯომში წვიმაა მოსალოდნელი, +27 იქნება დღისით, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან. დღისით +22 ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც მცირე ნალექს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ანალოგიური ამინდი იქნება დღეს თელავში, სადაც დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა საღამოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.