სგპ ,,ქუთაისის აეროპორტში" მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ქუთაისის აეროპორტი", მებაჟე ოფიცრების მიერ, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა.
235 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულება 60 132 ლარია, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო ოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 105 176 ლარი შეადგინა.
ერთი კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 5 კანონდამრღვევი (უცხო ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეები) მოქალაქე საბაჟო კოდექსის შესაბამისად ჯამში - 34 788 ლარით დაჯარიმდა.
სხვა სიახლეები
ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის გზაზე დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად სამუშაოები დაიწყო
13.10.2026.13:41
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის მე-20 კმ-ზე (სოფელ ნიჩბისის მიმდებარედ) განვითარებული მეწყრული პროცესების პრევენციისთვის სამუშაოები დაიწყო.
აღნიშნულ მონაკვეთზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილაბა ამ მონკვეთზე საავტომობილო გზის ერთ ზოლზე ხოციელდება.
არსებული პრობელემების მოსაგვარებლად, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხიმინჯოვანი ქვედა საყრდენი კედელი და აღდგება დაზიანებული გზის საფარი, რაც უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.