სგპ „სადახლოს" მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 2 ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სადახლო-საავტომობილო“, კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად 100 გრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები იქნა გამოვლენილი.
აღმოჩენილი საქონელი კანონდამრღვევ მოქალაქეებს კუთვნილ ბარგში მალულად ჰქონდათ მოთავსებული. დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 21 002 ლარი შეადგინა.
ორივე კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯამში 21 002 ლარით დაჯარიმდა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ევროპის ერთ-ერთმა უდიდესმა საერთაშორისო აქსელერატორმა Startupbootcamp-მა აქსელერაციის მესამე ეტაპის განხორციელება დაიწყო
07.07.2026.16:49
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“ ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, საერთაშორისო აქსელერატორმა Startupbootcamp-მა პროგრამის მეორე ფაზა დაასრულა, 10 საუკეთესო სტარტაპი გამოავლინა და პროგრამის მესამე ეტაპის განხორციელება დაიწყო.
აღნიშნულ ფაზაში თითოეული შერჩეული სტარტაპი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან 150 000 ლარის ოდენობით საგრანტო დაფინანსებას მიიღებს. პროგრამის მიმდინარე ექვსთვიანი ეტაპი მონაწილე კომპანიებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მხარდაჭერას ითვალისწინებს. აქსელერაციის პერიოდი ფოკუსირებულია გაყიდვების სტრატეგიის ეფექტურ ფორმირებაზე, გლობალურ და რეგიონულ ბაზრებზე პოზიციონირების ხელშეწყობაზე, მომხმარებელთა ბაზის გაფართოებასა და შემოსავლების გაზრდაზე, ასევე პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესის ხელშეწყობაზე.
ევროპის ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო აქსელერატორი Startupbootcamp-ი გლობალურ ბაზარზე საქმიანობს, 27 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა და კონცენტრირებულია ინოვაციური ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებასა და მათ გლობალურ ბაზარზე წარმატებული გასვლის ხელშეწყობაზე.
“ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში” სულ ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი - Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global და Founder Institute - მონაწილეობს. პროგრამა ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერის კიდევ ერთი მექანიზმია, რომელიც დაეხმარება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში.