მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.6
0.0078
flag
AZN 1.5769
-0.0007
flag
CNY 39.5
0.0012
flag
EUR 3.1374
-0.003
flag
GBP 3.6215
-0.003
flag
KZT 56.55
-0.0056
flag
TRY 0.059
0
flag
USD 2.6802
-0.0016
news banner

შეავსე განაცხადი და ისწავლე ჟურნალისტიკა - ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიაში“ რეგისტრაცია სრულდება

news image

ComCom-ისმედიასკოლის სტუდიაშიგანაცხადების მიღება 13 ივლისს სრულდება. ინტენსიური და პრაქტიკული 4 თვიანი კურსი, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ნებისმიერი ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტს, ან კურსდამთავრებულს, აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შეისწავლონ აღნიშნული პროფესია სრულიად უფასოდ, პროფესიონალი მენტორების დახმარებით. კერძოდ, კურსის ფარგლებში, მონაწილეები სპეციალურად მათთვის შექმნილ ნიუსრუმში დაეუფლებიან ახალი ამბების თხრობას, სატელევიზიო თუ რადიო სიუჟეტების და გადაცემების მომზადებას, ინტერვიუს ხელოვნებას, ვიდეოგადაღებას, მონტაჟს, ასევე სოციალურ მედია მარკეტინგს და შექმნიან მრავალფეროვან მედიაპორტფელს.

მსურველებიმედიასკოლის სტუდიისკურსზე მოხვედრას შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ შეძლებენ. პირველი ეტაპისთვის, დაინტერესებულმა პირებმა 13 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსონ განაცხადი და გაიარონ რეგისტრაცია. მეორე ეტაპზე, 16-17 ივლისს, გაიმართება წერითი ტესტირება, ხოლო ბოლო ეტაპისთვის, კონკურსანტები გაივლიან ზეპირ გასაუბრებასა და სატესტო ვიდეოჩაწერას, რაც 21-22 ივლისს ჩატარდება. სამივე ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, მონაწილეები 4 თვის განმავლობაში, პრაქტიკოსი მედიაპროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფისგან პრაქტიკულ ცოდნას, ხოლო კურსის დასასრულს - შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ

აღსანიშნავია, რომმედიასკოლის სტუდიისრამდენიმე კურსდამთავრებულმა, მედიასკოლის მიერ გაწეული რეკომენდაციისა და მიღებული გამოცდილების დახმარებით, სხვადასხვა მედიაორგანიზაციაში დასაქმება უკვე შეძლო.

სასწავლო და სამუშაო შეხვედრები 8 სექტემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა ყოველდღე, 09:00-18:00 საათებში, მედიააკადემიის სივრცეში გაიმართება. კურსის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო ინვენტარი, ტექნიკა თუ აღჭურვილობა, რაც რეალურ ნიუსრუმში მუშაობისთვის არის საჭირო

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს რეგისტრაცია, დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი, გამოგზავნეთ შეტყობინება კომუნიკაციების კომისიის ან მედიააკადემიის ფეისბუქ გვერდებზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თბილისის საკრებულოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქში იმყოფება

14.05.2026.18:56

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის წევრები - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცოტნე ჩიქვინიძე - ბელგრადში მხარეთა დაახლოების, გამოცდილების გაზიარების და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ზურაბ ჩიკვილაძის, განცხადებით, მსგავსი ტიპის ვიზიტები ხელს უწყობს პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებას და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული პრაქტიკის გაცნობას.

„ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ საერთო, მათ შორის ეკონომიკური გამოწვევები. სწორედ ამიტომ მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განვიხილეთ და დაგვეგმეთ შემდგომი საქმიანი ვიზიტი ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

შეხვედრა გაიმართა ბელგრადის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვიცე-პრეზიდენტ იგორ იავანოვიჩთან, ასევე, ბელგრადის საკრებულოს წევრებთან ვლადიმერ ტრაჟკოვიჩთან და მირა იავანოვიჩთან. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით არსებულ გამოცდილებას და მუნიციპალური მართვის თანამედროვე მიდგომებს. თბილისის საკრებულოს წევრები შეხვდნენ ასევე ქალაქ ბელგრადის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელს, კატერინა კუბრიკს და ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელს, ვიოლეტა ფილიპს და ქალაქის ეკონომიკური განვითარების, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები აერთიანებს მუნიციპალური სერვისების, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხებს. აღსანიშნავია, რომ მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა