უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, მისი გავლა შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ 3 სექტემბერს დაგეგმილი გამოცდისათვის.
„ტესტირების მიზანია გამოსაცდელები გაეცნონ გამოცდის ფორმატსა და ტესტირების ელექტრონულ სისტემას. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. საცდელი ტესტირების გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://profpretest.naec.ge/“, - აცხადებენ ცენტრში.
სხვა სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან - საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან l საგარეო საქმეთა სამინისტრო
27.08.2026.16:46
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. ამ დრომდე, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ სამინისტროში ინფორმაცია არ შემოსულა. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნეპალსა და ჩინეთის ტიბეტის რეგიონში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად თითქმის 1 500 ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 800 უცხოელი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.