მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7228.7
0.0045
flag
AZN 1.5677
-0.0004
flag
CNY 39.334
-0.0034
flag
EUR 3.0996
0.0036
flag
GBP 3.5819
-0.0024
flag
KZT 54.92
0.0032
flag
TRY 0.058
0
flag
USD 2.6647
-0.0006
news banner

შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე, შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც ახლა არ ვასახელებთ, თუმცა მშობლების სრულ წრეს ამაზე ექნება სათანადო ინფორმაცია - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

დღეს გაიმართა მეორე შეხვედრა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან, დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა შეჯერება კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც უზრუნველყოფის კუთხით მუშაობა დაიწყება.

„კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით. შეიქმნება საგანგებო სამუშაო ჯგუფი, დაიწყება სამუშაო პროცესი და მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც კონკრეტული მიზეზების გამო ახლა არ ვასახელებთ, თუმცა მშობლების სრულ წრეს ამაზე ექნება სათანადო ინფორმაცია. მადლობა მინდა გადავუხადო შეხვედრაში მონაწილე თითოეულ მშობელს, ისევე, როგორც ყველა მშობელს, კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებს საკითხის სიღრმისეული დამუშავებისთვის. ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება შექმნის საუკეთესო საფუძველს ბავშვების ინტერესების დაცვისა და რეალიზებისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფორუმის მიმდინარეობისას ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის - ავთანდილ ცინცაძე

04.06.2026.17:46

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეიქმნა გარემო, სადაც ბიზნესი თავისუფალი განვითარების პირობებში საქმიანობს. კერძო სექტორს აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და სრულად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ცინცაძემ მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის სესიაზე -“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში” სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. როგორც ავთანდილ ცინცაძემ განაცხადა, თანამედროვე საზოგადოებაში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ბიზნესის როლი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში. მისივე თქმით, უნდა დაიწყოს მსჯელობა იმაზე, თუ როგორ შეიძლება კერძო სექტორის წარმატება უფრო ფართო საზოგადოებრივ სარგებლად გარდაიქმნას და ამ გზაზე რამდენად მნიშვნელოვანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი.
„ის, რომ კერძო სექტორი ჩვენს ქვეყანაში თავისუფლად ოპერირებს ქმნის არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის საფუძველს, არამედ ბიზნესს აძლევს საშუალებას უფრო აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნის პროცესში. შედეგებიც თვალსაჩინოა: ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის დონე 14,9%-მდე შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ ბიზნესის ვალდებულება არ არის. ეს არის სახელმწიფოს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა, საერთო პასუხისმგებლობა და საერთო მიზანი. სწორედ ამიტომ, ფორუმის მიმდინარეობისას ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის; რა ნაბიჯებია საჭირო იმისათვის, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა უფრო ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული გახდეს და რაც მთავარია, როგორ მივაღწიოთ იმას, რომ ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის შედეგები თითოეული მოქალაქისთვის უფრო მეტად ხელშესახები იყოს „- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა