შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში - გივი მიქანაძე
ამ შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, აღნიშნული ინიციატივით პროფესიული იმიჯის წინ წამოწევა სურთ.
„რაც შეეხება პროფესიულ სწავლებას, უკვე მესამე წელი იწყება, რაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, დამამთავრებელ კლასებში შემოტანილი გვაქვს ინტეგრირებული პროგრამა. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით 83 სკოლაში ეს ინტეგრირებული პროგრამა დანერგილია. წლევანდელი სასწავლო წლიდან კიდევ ექვსი სკოლა დაემატება და ჯამში 89 სკოლა იქნება. პირველი გამოშვება წელს მაისში გვქონდა, როდესაც მე-12 კლასის დამთავრებულებმა მიიღეს როგორც სკოლის ატესტატი, ასევე კონკრეტული პროფესიის დამადასტურებელი დიპლომი. ამასთანავე, ჩვენთვის პროფესიული მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
პირდაპირ გეტყვით, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ამირჩიეს, პირველი, რაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადე, რომ ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს, რომ დიპლომის თემა არ არის იმდენად აქტუალური, რამდენადაც, პირველ რიგში, ადამიანობა, შემდგომში პროფესიონალიზმი. ეს იქნება პროფესიული სასწავლებლის მეშვეობით მოპოვებული პროფესიონალიზმი თუ უმაღლესით, ეს უკვე ადამიანის არჩევანზე უნდა იყოს და არანაირად არ შეიძლება დავაკნინოთ, მეორე ან მეათეხარისხოვანად მოვიხსენიოთ პროფესიული სასწავლებლები. მით უმეტეს, რომ ამ მხრივ წლიდან წლამდე უფრო მეტი ინტერესი არსებობს, უფრო მცირე პერიოდში ახალგაზრდებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა გარკვეული პროფესია შეიძინოს.
ბაზრის მოთხოვნილებასთან შესაბამისია ეს კონკრეტული პროფესიები და დასაქმდნენ. იმასაც გეტყვით, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში, კერძო სექტორთან გააქტიურებული მუშაობით, 24 პროცენტი თუ იყო დასაქმება კურსდამთავრებულების, ახლა 74 პროცენტზე ვართ ასული. სწორედ კერძო სექტორს ვეკითხებით, რა მიმართულებით რა სპეციალისტები გვჭირდება და ამ მიმართულებაში გვაქვს ინვესტირება. ამ ადამიანების სწორი გადამზადებით და მოთხოვნილებასთან შესაბამისი გადამზადებით სწორედ ამიტომ მივაღწიეთ ასეთ მაღალ მაჩვენებელს.
ამასთანავე გეტყვით, რომ თვითონ პროფესიულ სასწავლებლებში გვაქვს ინტეგრირებული პროგრამები, სადაც მოსწავლეები ადგილზე მიდიან და ამ სასწავლო პროცესს გადიან.
ამ შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში. ანუ, ამით ჩვენ პროფესიულის იმიჯის წამოწევა გვინდა. ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ პროფესიულ განათლებამიღებული ადამიანი როგორ შეიძლება იყოს უმაღლესზე რაღაცით დაბალხარისხოვანი. ეს წარმოუდგენელია და ეს სტერეოტიპი არსებობს, რომლის წინააღმდეგაც აქტიურად ვიბრძვით“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
სხვა სიახლეები

12.09.2026.23:38