შემოქმედებითი კონკურსი „ტყის პატარა მცველი“ იწყება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების I-V კლასების მოსწავლეებს შემოქმედებით კონკურსში „ტყის პატარა მცველი“ მონაწილეობას სთავაზობს. კონკურსის მიზანია, ბავშვებში ტყისა და მისი ბინადრების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ბუნებრივი გარემოს დაცვის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება I-V კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ. ნამუშევრები ორ ასაკობრივ ჯგუფში - I-II და III-V კლასებში შეფასდება. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში ჟიური 5 გამარჯვებულს გამოავლენს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღება 28 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
შემოქმედებითი კონკურსი „ტყის პატარა მცველი“ პროექტ ECO.Georgia-ს ფარგლებში ტარდება. პროექტი თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების მიერ და ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებებისა და GIZ-ის ერთობლივი ძალისხმევით.
კონკურსის პირობებისა და მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებგვერდსა და სოციალურ პლატფორმებზე.
სხვა სიახლეები
28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის | გარემოს ეროვნული სააგენტო
28.09.2026.16:32
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის.
შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).