დამქირავებელი ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს ,,დაქირავებულ პირთა რეესტრში" - შემოსავლების სამსახური
მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „დაქირავებულ პირთა რეესტრში" ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა სექტორში მეწარმე სუბიექტების გადამოწმებისას (დაქირავებულ პირთა რეესტრის სისწორის პროგრამის დარღვევის) 4 580 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახური ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს შეახსენებს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოშობს გადასახადების გადახდისგან თავის არიდების რისკებს და მოუწოდებს დაქირავებულ პირთან შრომითი კონტრაქტის გაფორმებისთანავე, კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინონ მათი ასახვა „დაქირავებულ პირთა რეესტრში".
აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, უწყების მიერ ,,დაქირავებულ პირთა რეესტრში" ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება.
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.