მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

news image
mbc image

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ,,ბიზნეს მედია საქართველოს" - bm.ge მიერ, გავრცელებულ უსაფუძვლო ბრალდებების შემცველ ინტერვიუს (აუდიტორული კომპანია ,,Kreston Georgia"-ს მმართველი პარტნიორის, დავით პაპიაშვილის) და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურში მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმიური საგადასახადო შემოწმება, რომელიც ეყრდნობა საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისთვის გადამხდელთა შერჩევას საგადასახადო რისკების ინდიკატორებზე დაფუძნებული სისტემის მეშვეობით. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სტანდარტულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების შესწავლას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ დავით პაპიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ციტატა - ,,წელს, აგვისტოს თვეში შემოსავლების სამსახურის ძალიან გააქტიურება შეინიშნება და ეს შეიძლება უკავშირდებოდეს მათ შორის, ხელმძღვანელობის ცვლილებას" არის სრული სიცრუე და მისი მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობას. ამასთან, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საგადასახადო შემოწმებების გეგმის ფორმირება სრულად დამოუკიდებელი პროცესია და შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების ცვლილება მის ფორმირებასა და შესაბამისად შესრულებაზე გავლენას არ ახდენს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ყოველი შემდგომი კალენდარული წლის საოპერაციო აქტივობების, მათ შორის საგადასახადო შემოწმებების, გეგმის შემუშავება და დამტკიცება ხორციელდება წინასწარ, მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე. დაგეგმვის პროცესი შეესაბამება მოწინავე საერთაშირისო პრაქტიკას და ეყრდნობა სტანდარტიზებულ პროცედურებს. დამტკიცებული საოპერაციო გეგმები ხელმისაწვდომია ღია წყაროებით და ყოველწლიურად ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge ყველა დაინტერესებული პირისთვის.

რაც შეეხება საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის პროცედურას, ის სამართალდარღვევათა ეფექტიან პრევენციას უკავშირდება და უკვე წლებია უწყებაში მოქმედებს. აღნიშნული პროცესი მხოლოდ სარეკომენდაციო/საინფორმაციო ხასიათს ატარებს და საგადასახადო ჯარიმის თავიდან აცილების მიზნით, ბიზნესთან პარტნიორულ თანამშრომლობას გულისხმობს.

დამატებით გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტლისათვის საგადასახადო შემოწმებების მიმართულებით დაგეგმილი საოპერაციო აქტივობების მაჩვენებლები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. კერძოდ, გასული წლის მე-3 კვარტალში დაგეგმილი იყო 898 საგადასახადო შემოწმების განხორციელება, ხოლო მიმდინარე წლის შესაბამისი პერიოდისათვის ანალოგიური მაჩვენებელი 960 შეადგენს. შესაბამისად, დავით პაპიაშვილის მხრიდან, სტატისტიკური მონაცემების შესახებ მორიგი დეზინფორმაციის გავრცელება მოკლებულია ყოველგვარ მტკიცებულებასა და დასაბუთებას.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ მცდარი, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა