შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიექტებს დამატებით აცნობებს, რომ მიმდინარე წლის 1 აპრილს რეგისტრირებული საწარმოების ხელახალი რეგისტრაციის ვადა ამოიწურა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელთა ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 1 აპრილს ამოიწურა ბიზნეს სუბიექტების ვალდებულება საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესაძლებლობა.
„აქვე დამატებით განვმარტავთ, რომ თუ გადასახადის გადამხდელებმა, 2026 წლის 1 აპრილამდე არ უზრუნველყვეს სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან, მოხდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, რეგისტრაციის შეჩერება - რაც გულისხმობს საწარმოს/ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების (როგორც საბაჟო, ასევე საგადასახადო უფლებამოსილების) შესაბამისად, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის შეზღუდვას.
აღნიშნულ საგადასახადო/საბაჟო ფორმალობებზე შეზღუდვა მოიხსნება და საწარმოს რეგისტრაცია აღუდგება მას შემდეგ, რაც საწარმო შეასრულებს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას, კერძოდ, უზრუნველყოფს სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. აღნიშნულ საკითხზე რეგისტრაცია შეჩერებულმა პირებმა უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის სახლებს.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზს 2 405 405 ან გააგზავნოთ წერილი ელექტრონულ მისამართზე info@napr.gov.ge
დროული ინფორმირების მიზნით, 270 ათასზე მეტ მეწარმე სუბიექტს, რეგისტრაციის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინება, წინსწრებით გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ ავტორიზებულ გვერდზე, ხოლო მიმდინარე წლის 1 აპრილიდან მათ სავალდებულო შეტყობინებების ველში გამოუჩნდებათ შემდეგი შეტყობინება - ,,არ აქვს გავლილი რეგისტრაცია“.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ბმული - შემოსავლების სამსახურის საკანონმდებლო სიახლეები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი - „ბლექ სი პეტროლიუმი“ განაგრძობს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, თანამშრომლობს ევროკომისიასთან და შესაბამის ინსტიტუტებთან l „ბლექ სი პეტროლიუმი“ (ყულევის ნავთობტერმინალი)
01.08.2026.13:24
„ბლექ სი პეტროლიუმი“ (ყულევის ნავთობტერმინალი) ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს და როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკვე ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი.
„შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ ადასტურებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს დაგეგმილი ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია. 2026 წლის 1 ივლისს, ბლექ სი პეტროლიუმმა განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტო-სექტემბრიდან, კომპანია დაიწყებდა სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკვე ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი, რასაც აგვისტოს თვეშიც გააგრძელებს.“-ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ვკითხულობთ, კომპანია ერთგული რჩება საკუთარი პრინციპებისადმი - მოქმედებს ყველა მოქმედი კანონისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, აძლიერებს შიდა მმართველობის და კონტროლის მექანიზმებს, წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაში.
„2026 წლის 3 ივლისს, ბლექ სი პეტროლიუმსა და საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას შორის გაფორმებული ნედლი ნავთობის მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში, 20-დან 30 აგვისტომდე პერიოდში, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ლიბიური წარმოშობის ნედლ ნავთობს მიიღებს. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლის ბოლომდე და ითვალისწინებს ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობას.
2026 წლის 24 ივლისს გამართულ პრეს-ბრიფინგზე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ ბლექ სი პეტროლიუმი მათთან აქტიურ კომუნიკაციაშია და განმარტა, რომ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი სწორედ კომპანიის მიერ რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლების შესაძლებლობისთვის არის განკუთვნილი. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია აღნიშნულ მიზანსა და ვადებთან.
ბლექ სი პეტროლიუმი განაგრძობს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, კონსტრუქციულად თანამშრომლობს ევროკომისიასთან და სხვა შესაბამის ინსტიტუტებთან, წარმოადგენს დივერსიფიკაციის გეგმის პროგრესის დამადასტურებელ ცხად და გადამოწმებად მტკიცებულებებს.
კომპანია ერთგული რჩება საკუთარი პრინციპებისადმი - მოქმედებს ყველა მოქმედი კანონისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, აძლიერებს შიდა მმართველობის და კონტროლის მექანიზმებს, წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაში.
აღნიშნული ზომების ერთობლიობა გამიზნულია სრულად არარუსულ ნედლეულზე შეუფერხებელი გადასვლის, ქარხნის ოპერირების უწყვეტი და სტაბილური ფუნქციონირებისათვის.“-აღნიშნულია განცხადებაში.