შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ მაღლაკელიძემ კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე ,,ლაგოდეხის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა, სადაც ხელმძღვანელ პირებთან, მებაჟე ოფიცრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
ვიზიტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი სტაციონარული რენტგენო ინსპექტირების სკანერით ტვირთების დათვალიერების პროცესს დაესწრო და აღნიშნა, რომ თანამედროვე სისტემების გამოყენება ხელს უწყობს რისკის შემცველი ტვირთების იდენტიფიცირებას და გამოვლენას. კახეთის რეგიონში სტუმრობისას, უწყების ხელმძღვანელმა, ასევე მოინახულა თელავის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი, სადაც მომსახურების დეპარტამენტის, საგადასახადო მონიტორინგისა და ვალის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, რეგიონებში შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია თანამშრომლებთან მომავალშიც გაგრძელდება.
რეგიონალურ შეხვედრებს ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები - ია ახალაია და მიხეილ ჩოკოშვილი, ასევე ფინანსური დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ყენია და სხვა ხელმძღვანელი პირები.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე უკვე იმყოფებოდა, სამეგრელოს, ასევე იმერეთის, აჭარის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
დღის ტოპ 10 სიახლე
არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
„სტუდია 9“ თელავის, რუსთავისა და წყალტუბოს ახალ სტადიონებს UEFA-ს სტანდარტების მიხედვით აპროექტებს
საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდა 7.5%-დან 8.4%-მდე გაზარდა - რას აჩვენებს დაზუსტებული მონაცემები
სხვა სიახლეები
16 ნოემბერს ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება
13.11.2026.12:27
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს ამოიწურა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა, რომლის გადახდის ვალდებულებაც 16 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) საგადასახადო ორგანოში დეკლარირების/შესაბამისად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ.