მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7212.7
-0.003
flag
AZN 1.5424
-0.0007
flag
CNY 39.056
-0.0049
flag
EUR 2.9807
-0.0118
flag
GBP 3.4665
-0.017
flag
KZT 59.33
0.0034
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6218
-0.0011
news banner

შევიმუშავეთ გამოსყიდვის პროგრამა - მოსახლეობას ვთავაზობთ, 100%-ის თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა საბაზრო ღირებულებით მოახდინოს გამოსყიდვა მათი საცხოვრებელი ფართების, რითაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ თავიანთი სურვილის მიხედვით განახორციელონ სხვადასხვა უბნებში, თუ იგივე არეალებში, არაავარიული სახლების შეძენა | გიორგი ტყემალაძე

news image
mbc image

დღეს 30-მდე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

„ავარიული სახლების ჩანაცვლება ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს რამდენიმე მიმართულება.

რაღაც პერიოდის წინ, თქვენ იცით, რომ ხდებოდა ჩვენს ქალაქში ავარიული სახლების გამაგრება. რა თქმა უნდა, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ახლაც იყოს ერთეული შემთხვევები, რომ რაღაც ამის საჭიროება დგებოდეს, თუმცა ჩვენ აბსოლუტურად ახლებური მიდგომა განვახორციელეთ.

შევიმუშავეთ რამდენიმე წლის წინ ჩანაცვლების წესი, რომელიც ეხება მრავალბინიან კორპუსებს, სახლებს და ვთქვით, რომ ამ სახლების გამაგრების ეფექტურობა არის ნაკლები. ჩვენ ვითანამშრომლეთ კერძო მესაკუთრეებთან, მოსახლეობასთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ცოტა მძიმედ დაიწყო, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან მზარდი დინამიკა.

დღეს შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ 30-მდე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროცესია. რაღაც რაოდენობა უკვე დასრულებულია, რაღაცა მშენებლობის პროცესია და რაღაცა დაპროექტების პროცესში.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი ავარიული ფონდი ძალიან მნიშვნელოვნად, ძალიან მინიმალური ურბანული ჩარევით, რომ არ მოხდეს მნიშვნელოვანი მოცულობების ზრდა, ვავითარებთ და ჩვენს მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, რომ ავარიული სახლების ნაცვლად ჰქონდეთ შესაძლებლობა ახალ, გარემონტებულ სახლებში ცხოვრების.

აქვე მე მინდა აღვნიშნო და კიდევ მივმართო მათ, რომ მეტი თანამშრომლობა კიდევ. იმიტომ, რომ თქვენ იცით, რომ აქ აუცილებლად საჭიროა 100%-ის თანხმობა მესაკუთრეების და რაც უფრო მეტი თანამშრომლობა იქნება ჩვენს შორის, კიდევ უფრო მეტ ავარიულ სახლს ჩანაცვლებას შევძლებთ ჩვენ, რომ განვახორციელოთ.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ შევდივართ ბიზნესთან კონკურენციაში და იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობასა და ბიზნესს შორის დგება შეთანხმება, ჩვენ ამ პრეფერენციებს ვავრცელებთ უკვე კერძო კომპანიებზე.

ჩვენ ასეთი მაგალითებიც მრავლად გვაქვს ჩვენს დედაქალაქში, რომ კერძო ბიზნესი აკეთებს, ახორციელებს ავარიული სახლების ჩანაცვლებას.

აქვე მნიშვნელოვანი მიმართულება, რა თქმა უნდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ ისტორიულ არეალებში ვაგრძელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და თქვენ იცით, რომ ამჟამად მიმდინარეობს სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩის რეაბილიტაციები.

ჯამური ღირებულება დაახლოებით 120 მილიონი ლარია და საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება, როგორც საინჟინრო კომუნიკაციების თვალსაზრისით, ასევე, რა თქმა უნდა, ავარიული შენობა-ნაგებობების ხშირ შემთხვევაში დემონტაჟი და ახლის მშენებლობა და რაღაც შემთხვევებში - სარეაბილიტაციო, რომლებიც აბსოლუტურად ინარჩუნებენ მის ავთენტურობას.

თქვენ იცით, რომ ამ შემთხვევაში ხშირად არის ძეგლებზეც საუბარი, თუმცა ეს ისტორიული არეალი, ძეგლი თუ არა ძეგლი, ყველა ძალიან მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობაა და ამ მიმართულებითაც ჩვენ ვაგრძელებთ მოძრაობას.

კიდევ ერთი სიახლე მინდა ამ მიმართულებით: ისტორიულ არეალებში, თქვენ იცით, რომ ჩვენ ჩანაცვლებას არ ვახორციელებთ, გამომდინარე იქიდან, რომ იქ არ ხდება მოცულობების ზრდა, კოეფიციენტები და არის სხვა სიმკაცრე ურბანული განვითარების მიმართულებით.

აქ ჩვენ შევიმუშავეთ გამოსყიდვის პროგრამა და ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ, 100%-ის თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა საბაზრო ღირებულებით მოახდინოს გამოსყიდვა მათი საცხოვრებელი ფართების, რითაც მათ უკვე შესაძლებლობა ექნებათ, რომ თავიანთი სურვილის მიხედვით განახორციელონ სხვადასხვა უბნებში, თუ იგივე არეალებში არა, ავარიული სახლების შეძენა.

ამ მიმართულებითაც ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ და მე უკვე შემიძლია ვთქვა, რომ წლის ბოლომდე ჩვენ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი, შემდგარი ქეისი გვექნება და განვახორციელებთ ამ პროექტსაც წარმატებით, დარწმუნებული ვარ", - აცხადებს გიორგი ტყემალაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის განახლება გრძელდება - სამსახურს 40-მდე ერთეული სპეცტექნიკა დაემატა

25.09.2026.13:45

დედაქალაქში, დასუფთავების ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. ამჯერად სამსახურის ავტოპარკს სხვადასხვა მარკის 40-მდე ერთეული სპეცტექნიკა დაემატა. 

ახლად შეძენილი ტექნიკა საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინა და აღნიშნა, რომ ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვა მხოლოდ ადამიანური რესურსით ვერ მიიღწევა - საჭიროა ტექნიკის განახლება, რომელიც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. 

„ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს ბევრი რამ აქვს თავმოსაწონი. ეს არის ქალაქი, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი ერთმანეთს ხვდება. თბილისი ქართული კულტურისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის ანარეკლია. შესაბამისად, ამ ქალაქის მოვლა-პატრონობა უდიდესი პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. ამასთან, თბილისი თანამედროვე ქალაქია, რომელიც იზრდება და ვითარდება. გვემატება ახალი უბნები, ახალი სივრცეები, იზრდება მოსახლეობის რიცხვი, ყოველწლიურად იმატებს ტურისტების რაოდენობა. სწორედ ამიტომ, ქალაქის განვითარებასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისი მოვლა და სისუფთავის ხარისხის უზრუნველყოფა. იმისთვის, რომ თბილისი სუფთა ქალაქის მოთხოვნებს პასუხობდეს, აუცილებელია, ვითარდებოდეს „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი. უნდა განახლდეს და გაძლიერდეს ტექნიკა, რომელიც ქალაქის დასუფთავებას უზრუნველყოფს. მხოლოდ ადამიანური რესურსით ამის მიღწევა შეუძლებელია. საჭიროა თანამედროვე, გამართული ტექნიკა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახურება ჩვენს ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელსა და მის თითოეულ თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. 

„სუფთა და მოწესრიგებული ქალაქი იმ კულტურის გაგრძელებაა, რომელიც ყოველთვის ჰქონდა თბილისს და თბილისელებს. ჩვენ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, ქალაქის გაცნობა კი ქუჩიდან იწყება. თბილისის სისუფთავე ანარეკლია ჩვენი ყოველდღიურობის, იმ გარემოსი, რომელშიც ვქმნით მომავალს ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს და მის ხელმძღვანელობას თავდაუზოგავი შრომისთვის. ყველაზე მთავარია, თბილისმა შეინარჩუნოს ის განსაკუთრებული სახე და ცხოვრების ხარისხი, რომლითაც ამაყობენ თბილისელები და რომელსაც ჩვენი ქალაქის ვიზიტორები იმახსოვრებენ. სუფთა, მოწესრიგებული, მოვლილი გარემო თბილისის კულტურის ნაწილია, რის შესანარჩუნებლადაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალში“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში შპს „ჯი-თი გრუპისა“ და შპს „თეგეტას“ მიერ მუნიციპალიტეტისთვის მოწოდებულია 23 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 60 ერთეული ახალი სპეციალიზებული ტექნიკა, რომელიც მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატები.

დამატებით შესყიდული შვიდი ერთეული ტექნიკიდან დედაქალაქში უკვე შემოსულია „საგმოტოს“ მარკის ორი სპეციალიზებული ტექნიკა, ხოლო დარჩენილი, „ფორდის“ მარკის ხუთი ერთეული სპეცტექნიკა თბილისში 2027 წელს შემოვა. აღნიშნული შესყიდვის ღირებულება სამი მლნ ლარია.

ღონისძიებას თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, „თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ასევე, დედაქალაქის საკრებულოსა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა