შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო, მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შსს-ს, რათა გამოვლინდეს ელექტროენერგიით სარგებლობის უკანონო ფაქტები - ლევან ჟორჟოლიანი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ამოღებული იქნას ყველა მაინერი, შესაბამისად, შემცირებული იქნას ელექტროენერგიის მოხმარება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ეთანამშრომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გამოვლენილი იქნას ელექტროენერგიით სარგებლობის უკანონო ფაქტები.
„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ამოღებული იქნას ყველა მაინერი, შესაბამისად, შემცირებული იქნას ელექტროენერგიის მოხმარება, რომელიც 133 მლნ კილოვატ/საათს აჭარბებდა, რაც მესტიის ზომის მუნიციპალიტეტისთვის არარეალურია. ეს უნდა იყოს მაქსიმუმ 7-10 მლნ კილოვატ/საათი. ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გამოვლენილი იქნას ელექტროენერგიით სარგებლობის უკანონო ფაქტები“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს
15.06.2026.14:58
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, საქართველოს საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ოპერატიული ღონისძიებებისა და კომპლექსურად ჩატარებული საბაჟო პროცედურების ფარგლებში, დადგინდა, რომ ბელარუსში რეგისტრირებულმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ,,წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა.
სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და საქონლის თანმხლები სხვა საბუთების თანახმად, სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო 290 ცალი ლითონის კარით და საქონლის საბოლოო დანიშნულების ქვეყანას ჩეხეთის რესპუბლიკა წარმოადგენდა.
რისკის კრიტერიუმების შეფასებისა და ანალიზის შედეგად, მოხდა აღნიშნული სატვირთო ავტომობილის შეჩერება და ავტოსატრანსპორტო საშუალებას განესაზღვრა საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსება, შემდგომი დეტალური დათვალიერების მიზნით.
უფლებამოსილი პირების მიერ, ერთ-ერთი კარის შიგთავსის გახსნის შედეგად, აღმოჩენილ იქნა, მალულად განთავსებული 1 496 კოლოფი არადეკლარირებული, უაქციზო სიგარეტი. მთლიანად ტვირთის დათვალიერებისას, საერთო ჯამში - გამოვლინდა 433 840 კოლოფი სხვადასხვა დასახელების ფილტრიანი სიგარეტი, კერძოდ - ,,Menthol Queen”, ასევე ,,NZ“ და ,,MINSK”.
აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 2 429 504 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.