მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.2
-0.0047
flag
AZN 1.5236
-0.0013
flag
CNY 38.9
0.0073
flag
EUR 2.8444
0.0076
flag
GBP 3.3982
0.0098
flag
KZT 56.56
0
flag
TRY 0.0511
0
flag
USD 2.5917
-0.0002
news banner

შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

news image
mbc image

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შოთა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტი 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.

ადგილზე უკვე დასრულდა გარე განათების ქსელის მონტაჟი, ასევე მოწყობილია საფეხმავლო კუნძულები და გზაგამყოფები, უახლოეს პერიოდში კი შუქნიშნებიც დამონტაჟდება. დასკვნით ეტაპზეა მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა და მოწესრიგდა.

„სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პირველ რიგში, სრულად განვაახლეთ მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. დღეს უკვე მიმდინარეობს გამზირის მოასფალტება. სამუშაოები სრულდება ტროტუარებზეც და ხდება ფილებით მოპირკეთება. დამონტაჟდა განათების ბოძებიც. პარალელურად, მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. პროექტი თვის ბოლოსთვის დასრულდება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული გამზირის მოწესრიგება. პროექტის დასრულების შემდეგ, ტერიტორია იქნება ძალიან ლამაზი, კომფორტული და თითოეულ ადამიანზე მორგებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამ ეტაპზე რუსთველის გამზირზე იგება ასფალტის საფარის ზედა ფენები და ეწყობა ტროტუარები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.

კახა კალაძესთან ერთად ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი პაპავა იმყოფებოდნენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

27.11.2026.00:58

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ32-კმ51 (მოლითი-ჩუმათელეთი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა