ექსკლუზივი | შპს „აი ჯი რითეილი“ შპს „ზღაპრის“ 100%-იანი წილის შეძენას განიხილავს - დეტალები
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განიხილავს შპს „აი ჯი რითეილის“ (ს/ნ 405895410) მიერ შპს „ზღაპრის“ (ს/6 205222953) 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. შპს „ზღაპარი“ ოპერირებს FMCG ბაზრის საცალო რეალიზაციის დონეზე. შპს „აი ჯი რითეილის“ საბოლოო ბენეფიციარის კონტროლს დაქვემდებარებული ეკონომიკური აგენტები კი წარმოდგენილნი არიან ქათმის ხორცის წარმოებისა და საცალო რეალიზაციის, ასევე FMCG ბაზრის საცალო რეალიზაციის დონეზე.
დაინტერესებულ პირებს კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, სააგენტოს მისამართზე: დ. აღმაშენებლის გამზირი N154, „მწვანე ოფისის“ შენობა, მე-8 სართული ან/და სააგენტოს ელფოსტაზე: info@gcca.gov.ge
სხვა სიახლეები
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
10.11.2026.10:57
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.