მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.3
0.0004
flag
AZN 1.5312
-0.0001
flag
CNY 38.806
-0.0011
flag
EUR 2.9263
0.0094
flag
GBP 3.4478
0.0048
flag
KZT 57.66
0.0071
flag
TRY 0.0529
-0.0001
flag
USD 2.6025
-0.0007
news banner

შპს „ყამარი მ"-ის მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი დაწყებულია - სემეკი

news image
mbc image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) გამართულ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გაუქმდა შპს „ყამარი მ"-ის სახელზე გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.

შპს „ყამარი მ"-ის სალიცენზიო არეალში არსებული მომხმარებლების უწყვეტი, საიმედო და უსაფრთხო გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „თბილისი ენერჯის" დაევალა ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების მომსახურების განხორციელება იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა გაზმომარაგებასაც შპს „ყამარი მ" უზრუნველყოფდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენის პროცესი.

შპს „ყამარი მ"-ისთვის ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება განპირობებულია კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზით უწყვეტი და საიმედო მომარაგების ვალდებულების შეუსრულებლობით.

მომხმარებლების ბუნებრივი გაზით უწყვეტი და საიმედო მომარაგების ვალდებულების შესრულების მიზნით, შპს „ყამარი მ"-სა და საბითუმო მიმწოდებელ შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს" შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისა და მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის შედეგად, შპს „ყამარი მ"-ს შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის" მიმართ მნიშვნელოვანი ოდენობის დავალიანება დაუგროვდა. აღნიშნული დავალიანების გამო, 2026 წლის 5 ოქტომბერს შპს „ყამარი მ"-ს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე მეწყრულ უბანზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

07.10.2026.15:58

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუშინ ღამე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ჩამოვიდა კლდოვანი მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამ დროისთვის, ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და სამუშაოები ინეტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამასთანავე, უკვე გამოცხადებულია ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ26 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება 26.5 კმ. სიგრძის გზის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის სპეციალური ღონიძიებები გატარდება აღნიშნული გზის 26-კმ-ზე არსებულ მეწყრულ უბანზე, რაც სრულად მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა