მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

შქმერი-მრავალძალის გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

news image
mbc image

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ონის მუნიციპალიტეტში შქმერი–მრავალძალის 9.2 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

ამ ეტაპზე გზის გაწმენდითი, ექსკავაციისა და გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს. აქტიურ ფაზაშია ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა, ასევე, მიმდინარეობს ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა.

არსებული ხრეშოვანი გზა ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს გადაადგილების სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.

მრავალძლისკენ მიმავალი გზის მოწესრიგება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ამ ადგილის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებისა და განვითარებისათვის. სამომავლოდ დაგეგმილია მრავალძალში ოთხსეზონიანი სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარება, რომელიც ვიზიტორებს წლის ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს. შესაბამისად, კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გზა არამხოლოდ კურორტის განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ გააუმჯობესებს ადგილობრივ მოსახლეობაზე წვდომას, გაზრდის ვიზიტორთა ნაკადს და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებას.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 22 მლნ. ლარამდეა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ალ. ჭავჭავაძისა და ალ. გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება - თბილისის მერია

16.11.2026.13:52

ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, 16 ნოემბრის 18:00 საათიდან 17 ნოემბრის 18:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ალექსანდრე ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე.

აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი. სამუშაოების ტექნიკური სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია საავტომობილო მოძრაობის დროებით შეზღუდვა.

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალ. გრიბოედოვის ქუჩის N18-დან ვ. სარაჯიშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ალ. გრიბოედოვის ქუჩის N16-დან ბესიკის ქუჩის მიმართულებით.

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა