მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7212.1
-0.0019
flag
AZN 1.5639
-0.0007
flag
CNY 39.223
-0.0007
flag
EUR 3.0646
-0.0077
flag
GBP 3.5514
-0.0105
flag
KZT 54.39
-0.001
flag
TRY 0.0576
0
flag
USD 2.6586
-0.0007
news banner

შსს-მ, დამატებით, 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში, ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები და მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გამოვლენის მიმართულებით l ლევან ჟორჟოლიანი

news image
mbc image

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დამატებით, 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში. იცით, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ეთანამშრომლონ მაქსიმალურად შსს-ს აღნიშნული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გამოვლენის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სვანეთში, მესტიაში 133 მლნ კვტ/სთ არის ელექტროენერგიის მოხმარება, რაც მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტისთვის შეუსაბამოა და სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში აღნიშნული საპოლიციო ღონისძიებები.

„სვანეთში, მესტიაში 133 მლნ კვტ/სთ არის მოხმარება, რაც წარმოუდგენელია მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტისთვის, მაქსიმუმი არ უნდა აღემატებოდეს 7-10 მლნ კვტ/სთ-ს. შესაბამისად, დადგა დღის წესრიგში ის საპოლიციო ღონისძიებები, რომელიც მიმდინარეობს და ამის ძირითადი წყარო არის, სწორედ, მაინერები. ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული სრულად იქნას ამოღებული ამ ტერიტორიიდან,"- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დღეს არის ეტაპი, რომ საერთაშორისო ინვესტორებმა ყურადღება მიაქციონ საქართველოს, რადგან საუკეთესო სტარტაპები სწორედ ახლა, თბილისში იქმნება - ავთანდილ კასრაძე

11.06.2026.17:27

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, სან-ფრანცისკოში ინოვაციების ჰაბის შექმნის მნიშვნელობას აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკაში დიდი ეფექტი ექნება სწორედ ასეთ მასშტაბურ პროექტებს, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ავთანდილ კასრაძემ სან ფრანცისკოში ვიზიტის შეფასებისას ხაზი გაუსვა, რომ სილიკონის ველი, სადაც ინოვაციების ჰაბია განთავსებული, ფაქტობრივად, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მთავარ ეპიცენტრს წარმოადგენს.

„სან ფრანცისკოში ვიზიტის დროს, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაცია წარვუდგინე, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი შედეგი ამ მიმართულებით და ასევე ის უპირატესობები, რაც საქართველოს აქვს მსოფლიო ინოვაციურ ეკოსისტემაში - ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულაციები, რის შედეგადაც საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების რეიტინგებში ქართული ბიზნესგარემო მოწინავე ადგილზეა. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო მდიდარია ტალანტებით და ასევე ჩვენი ქვეყანა უცხოურ ტალანტებსაც იზიდავს“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

GITA - ს თავმჯდომარის თქმით, ეს კიდევ ერთი სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემით დაინტერესდნენ.

„დღეს არის ეტაპი, რომ საერთაშორისო ინვესტორებმა ყურადღება მიაქციონ საქართველოს, რადგან საუკეთესო სტარტაპები სწორედ ახლა, თბილისში იქმნება“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

სააგენტოს თავმჯდომარემ GITA - ს რეგიონალურ საგრანტო პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორია ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით ახალგაზრდების ჩართულობისა და ინტერესების თვალსაზრისით.

ავთანდილ კასრაძემ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის Dealroom- ის გლობალურ რუკაზე დამატებაც შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, Dealroom წარმოადგენს წამყვან გლობალურ პლატფორმას და მსოფლიო სტარტაპ ეკოსისტემების ციფრულ რუკას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს დეტალურ ინფორმაციას სტარტაპებზე, ინვესტორებზე, უნივერსიტეტებზე, მსხვილ კომპანიებსა და ინოვაციურ ინსტიტუციებზე.„Dealroom- ის გლობალურ რუკაზე დამატება მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული სტარტაპების საერთაშორისო ცნობადობას, გაამარტივებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესს და დაეხმარება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში. შედეგად, კიდევ უფრო გამყარდება საქართველოს პოზიციონირება გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, 6 ქართული სტარტაპი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიება Web Summit - ში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში გაიმართება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა