მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
-0.0002
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.907
0.0023
flag
EUR 2.9127
-0.0001
flag
GBP 3.466
0.0027
flag
KZT 57.71
0.0025
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5978
-0.0001
news banner

შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის (SIST) სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ვიზიტი შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ახალი ეტაპი

news image
mbc image

შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის (SIST) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, გიორგი მარიამიძე, სამუშაო ვიზიტით შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ქალაქის მერიაში (Municipio di Lugano) მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა მუნიციპალიტეტისა და ინოვაციების სექტორის ლიდერებთან.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ:

● რობერტ ბრეგი (Robert Bregy) - ქალაქ ლუგანოს მუნიციპალური მდივანი;

● ელენა მარკიორი (Elena Marchiori) - ქალაქ ლუგანოს მერიის ციფრული კომუნიკაციებისა და ინოვაციების პროექტების ხელმძღვანელი (Lugano Living Lab);

● დენის როიო (Denis Roio) - პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერული ცენტრის, Dyne.org-ის დამფუძნებელი და ლუგანოს პლან ბ (Plan ₿) ფორუმის სამეცნიერო დირექტორი.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ცოდნის გაზიარებისა და შვეიცარიული განათლების სტანდარტების SIST-ში მხარდაჭერის ინიციატივები.

ჩვენი სკოლისთვის მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება განათლების საუკეთესო საფუძველია. შესაბამისად, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო SIST-ისა და შვეიცარიული საგანმანათლებლო დაწესებულების ურთიერთთანამშრომლობას. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენი სკოლის მასწავლებლები კვალიფიკაციის ამაღლების სპეციალურ პროგრამებს წამყვან შვეიცარიულ უნივერსიტეტში გაივლიან.

გახდით ჩვენი დიდი ოჯახის წევრი! ინდივიდუალური კონსულტაციები I-VI კლასის მოსწავლეთა მშობლებისთვის უკვე დაიწყო.

საკონტაქტო ინფორმაცია:

● +995 511 16 39 95
● +995 511 252 995
● ღია კარის დღეზე ვიზიტის დასაჯავშნად გადადით ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თბილისის შემოვლითი გზის წიწამური–ავჭალის მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

20.10.2026.15:39

თბილისის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელება ახალ ეტაპზე გადადის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წიწამური–ავჭალის 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, China Railway Tunnel Group Co., Ltd-თან ხელშეკრულება გააფორმა.

ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე წურწუმიამ და კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლიანგ ჰონგჯუნმა მოაწერეს.

წიწამური–ავჭალის მონაკვეთზე აშენდება ოთხზოლიანი საავტომობილო გზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი საინჟინრო კომპონენტი 3.4 კილომეტრის სიგრძის ორი პარალელური გვირაბია. პროექტი ასევე ითვალისწინებს ხიდების, სატრანსპორტო კვანძებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას.

თბილისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის (E60) მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტის მთავარი მიზანია სატრანზიტო მოძრაობის ნაწილის დედაქალაქის გვერდის ავლით გატარება და თბილისის სატრანსპორტო ქსელის განტვირთვა.

ახალი გზა ხელს შეუწყობს სატრანზიტო გადაზიდვების ეფექტიანობას, შეამცირებს გადაადგილების დროსა და ხარჯებს და გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ამასთან, დედაქალაქის ცენტრალური და სხვა დატვირთული საგზაო მონაკვეთებიდან სატრანზიტო მოძრაობის ნაწილის გადატანა ქალაქში გადაადგილების პირობების გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს.

თბილისის შემოვლითი გზა ნატახტრის/წიწამურის მიმართულებიდან რუსთავამდე დაახლოებით 49 კილომეტრზეა დაგეგმილი. პროექტი რამდენიმე სამშენებლო მონაკვეთს მოიცავს. წიწამური–ავჭალის მონაკვეთზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ხოლო მე-3, მე-4 და მე-5 ლოტების მშენებლობისთვის სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერებასა და დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განტვირთვას ემსახურება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა