მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სილქნეტის „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათ ოჯახებისთვის იანვარ-აპრილში ₾170 620 გაიღო

news image
mbc image

სილქნეტი  „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“  საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ფონდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებზე და ვეტერანებზე 2018 წლიდან ზრუნავს.

აღნიშნული ფონდი კომპანია „სილქნეტმა“ დააფუძნა და ყოველ წელს 300 000 ლარს რიცხავს მებრძოლების, მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად. გარდა ამისა, წლების განმავლობაში, დონაციებს ახორციელებენ ფიზიკური პირები და ბიზნეს სექტორი. ფონდი მთავრობასთან თანამშრომლობით აფინანსებს ძვირადღირებულ ოპერაციებს, სამედიცინო მომსახურებას, პროთეზირებას და სხვა საჭიროებებს.

მიმდინარე წელს ფონდმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით 200 000 ლარამდე ერთობლივი თანადაფინანსება გასწია დაჭრილ სამხედრო პირთა მკურნალობისთვის. დაარსებიდან დღემდე, ფონდმა 2.5 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზება შეძლო - სილქნეტის, სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიისა და კერძო პირთა შემოწირულებებით.

2024 წელს იანვარ-აპრილის განმავლობაში ფონდი დაეხმარა 28 დაჭრილ ვეტერანსა და სამხედრო მოსამსახურეს, ასევე, მათ მეუღლეებსა და არასრულწლოვან შვილებს, რაზეც 170 620 ლარი გაიხარჯა შემდეგ საჭიროებებზე:

  • 4  საზღვარგარეთ მკურნალობა  -  65 240.00 ლარი
  • 4   მედიკამენტებით უზრუნველყოფა  - 44 105.08 ლარი
  • 1 სარეაბილიტაციო კურსი  -  2 100 ლარი
  • 1 სამედიცინო მომსახურება - 6 221.00 ლარი
  • 3 ოპერაცია - 11 300.00 ლარი
  • 2  სამედიცინო ინვენტარის შეძენა  -  4 500 ლარი
  • 9  არასრულწლოვან შვილთა დაფინანსება - 17 261.90 ლარი
  • 7  მეუღლეთა დაფინანსება  - 11 411.43 ლარი
  • 3  სასწავლო კურსის დაფინანსება  -  3 752.50 ლარი

ზემოთ აღნიშნული საჭიროებების დაფინანსებების გარდა, ფონდი, დაარსებიდან, აქტიურად მოიძიებს კონტაქტებს მსგავს ორგანიზაციებთან დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. ერთ-ერთი ასეთი თანამშრომლობის მაგალითია „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მიერ მსოფლიოში ცნობილ ბრიტანული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ Invictus Games Foundation-თან პარტნიორობა. ამ ფონდისგან მიღებული გრანტით და საკუთარი თანადაფინანსებით ქართულმა ფონდმა 10 მჯდომარე კალათბურთის ეტლი შეიძინა საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა გუნდისათვის, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ “ძლიერთა თამაშებში”. 

„ფონდი, ასევე, დიდ ყურადღებას უთმობს ვეტერანთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საკითხებზე მუშაობას. გასული წლის ბოლოს “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” მონაწილეობა მიიღო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსის საპილოტე ვერსიის თანადაფინანსებაში. ამ პროექტის ფარგლებში თორმეტმა ვეტერანმა გაიარა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი. ამჟამად, მიმდინარეობს საპილოტე პროექტის შედეგების შესწავლა, რათა სამომავლოდ განხილული იქნას სრულფასოვანი სარეაბილიტაციო პროგრამების ჩატარება ვეტერანთათვის, რაშიც ფონდი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.

ფონდის მიერ უცხოურ სარეაბილიტაციო ცენტრებთან მუშაობას საფუძველი ჯერ კიდევ 2019 წელს ჩაეყარა, როდესაც “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” დაფინანსებით აშშ-ში ორი ქართველი ვეტერანი გაემგზავრა. მათ ამერიკელ ვეტერანებთან ერთად გაატარეს გარკვეული პერიოდი, ამერიკულ ვეტერანთა სარეაბილიტაციო ცენტრ Boulder Crest Retreat-ში. მათი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები მნიშვნელოვანი იყო საქართველოში მსგავსი პროგრამების დასანერგად. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ აგრძელებს ამ მხრივ აქტიური კონტაქტების მოძიებას, რათა საქართველოდან კიდევ შეძლონ ქართველმა ვეტერანებმა გამგზავრება უცხოეთის სარეაბილიტაციო ცენტრებში. მათ მიერ შეძენილი გამოცდილება და შთაბეჭდილებები, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ვეტერანთა ფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო პროგრამის შემუშავებაში. ამჟამად, ფონდი აგრძელებს ამ კუთხით მუშაობას და ახლო მომავალში შესაძლებელი გახდება კიდევ სხვა სარეაბილიტაციო ცენტრთან თანამშრომლობა“, - აღნიშნულის სილქნეტის მიერ გამოქვეყნებულ ფონდის ანგარიშში.

კომპანია სილქნეტს ფონდისთვის გამოყოფილი აქვს საქველმოქმედო ნომერი - 0 901 777 771.  თითო ზარიდან შემოსული ერთი ლარი სრულად ირიცხება ფონდის ანგარიშზე. ნებისმიერი მსურველი შეძლებს დონაციის განხორციელებას  საბანკო ანგარიშებზეც.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა