სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოიმატებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უნალექო ამინდია დედაქალაქშიც. სინოპტიკოსები უმეტესად უნალექო ამინდს მომდევნო დღეებშიც ვარაუდობენ.
„დღეს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 14-19 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია 6-დან 11 გრადუსამდე. დედაქალაქშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერი გათბება 9-10 გრადუსამდე", - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ.
სხვა სიახლეები
სტუ-ის რექტორი გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსის ალექსანდრე ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
06.07.2026.18:37
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მათემატიკოსის, მეცნიერისა და პედაგოგის ალექსანდრე (სანდრო) ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს, კოლეგებსა და სტუდენტებს.
სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ბატონ სანდრო ლაშხს მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ქართული მეცნიერების, მათემატიკური სკოლისა და უმაღლესი განათლების განვითარებაში. მისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ქართული მათემატიკისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ისტორიაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალათასიანი კოლექტივის სახელით სამძიმარს ვუცხადებ ალექსანდრე ლაშხის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მეგობრებსა და მის სტუდენტებს.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.
მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.