სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხვალიდან კი ნალექების ინტენსივობა შემცირდება
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც. მომდევნო დღეებში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.
„დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია სეტყვა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში იქნება 24-29 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 28-33 გრადუსის ფარგლებში. დედაქალაქში ჰაერი 31 გრადუსამდე გათბება. ხვალიდან ნალექების ინტენსივობა შემცირდება, მხოლოდ ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია აღინიშნოს მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა კი იმატებს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში“,- განაცხადა სინოპტიკოსმა მაია ქააძემ.
სხვა სიახლეები
ქონების გადასახადის 40 000 ლარიანი ზღვარი გაუქმდება | ქონების გადასახადი შენარჩუნდება მხოლოდ 100 000 ლარიან და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე
14.09.2026.20:43
ქონების გადასახადის 40 000 ლარიანი ზღვარი გაუქმდება, ქონების გადასახადი შენარჩუნდება მხოლოდ 100 000 ლარიან და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე, - განაცხადა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
„მინდა ახალი ინიციატივა გავაჟღერო, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისათვის, ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურ კოორდინაციაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, რომ 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 ათას ლარზე და ზემოდშემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება“, - აღნიშნა კირცხალიამ.