სიონის ტაძარში პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა მოქალაქეებს ყოველდღე, 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ
თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა, მოქალაქეებს ყოველდღე 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ.
სასულიერო პირების თქმით, ადგილზე ჯერ კიდევ გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შესაბამისად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მრევლს დროებით არ ექნება უშუალოდ საფლავის ქვასთან შეხების საშუალება.
„ჯერჯერობით ბოლომდე დასრულებული არ არის. რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება, რომ ადამიანი საფლავს შეეხოს“, - განაცხადა დეკანოზმა ირაკლი ნემსაძემ.
„უზარმაზარი ტკივილი გვაქვს, ყველას გარდაგვეცვალა მამა, რომელმაც გაგვზარდა, უამრავი განსაცდელის ჟამს ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანა“, - განაცხადა დეკანოზმა ილია ჩიკვაიძემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სხვა სიახლეები
15 ნოემბერს სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპს ჩაატარებს
11.11.2026.14:35
15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი. ინფორმაციას საქართელოს საპატრიარქო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ნათლობა დაიწყება დღის მეორე ნახევრიდან.
„საღამოს 20:00 საათზე ტაძარში მობრძანდება მისი უწმინდესობა და დალოცავს ახალნათელღებულებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.