სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო
თბილისის მერიამ სიონში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე, ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს, - ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, არსებული მდგომარეობით დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც მოსული ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს. ტაძრის აღნიშნულ ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
„ტაძარი და მისი სამრეკლო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლს წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნულ პროექტს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.
მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 1 220 000 ლარს შეადგენს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
15 ნოემბერს სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპს ჩაატარებს
11.11.2026.14:35
15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი. ინფორმაციას საქართელოს საპატრიარქო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ნათლობა დაიწყება დღის მეორე ნახევრიდან.
„საღამოს 20:00 საათზე ტაძარში მობრძანდება მისი უწმინდესობა და დალოცავს ახალნათელღებულებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.