მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

Sofascore-მა გიორგი მამარდაშვილის თამაში 9.7 ქულით შეაფასა

news image

გიორგი მამარდაშვილის თამაში გამოარჩია, ავტორიტეტულმა სპორტულმა ონლაინგამოცემა Sofascore-მა და 9.7 ქულით შეაფასა. გამოცემა წერს, რომ გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთთან მატჩში ოთხი რეკორდი დაამყარა: ყველაზე მეტი, 11-ჯერ მოგერიებული ბურთი, 6 მოგერიება მეკარის საჯარიმოში, ყველაზე მეტი გოლის პრევენცია და ყველაზე მეტი ჰაერში დაჭერილი ბურთი.

ევროპის ჩემპიონატზე აღსანიშნავია, ჩვენი ნაკრების ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის სტატისტიკაც. მიქაუტაძე ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის ორი გატანილი ბურთით პირველ პოზიციაზეა.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 26 მაისს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ქუთაისში საინტერესო, მრავალფეროვანი და ტექნოლოგიური სტენდით იქნება წარმოდგენილი - ლევან დარსალია

22.05.2026.17:59

“26 მაისი არის დღე, რომელიც გვეამაყება და დღე, რომელიც გვაერთიანებს,” - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან დარსალია 26 მაისის მნიშვნელობასა და იმ აქტივობებზე საუბრობს, რომელსაც GITA წელს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონი წელს, 26 მაისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იქნება წარმოდგენილი.

“წელსაც ჩვენი სააგენტო განსაკუთრებული, ტექნოლოგიური და ინოვაციური სტენდით იქნება წარმოდგენილი. დაგეგმილი აქტივობები მრავალფეროვანია და მოიცავს 3D მოდელირების ვორქშოფს, რომლის ფარგლებშიც 26 მაისის თემატიკაზე შეიქმნება 3D მოდელები და ადგილზევე იქნება ნაჩვენები ბეჭდვის პროცესი. ჩატარდება ასევე ვორქშოფი თემაზე 3D მოდელირება და ბეჭდვა. ვორქშოფის მონაწილეები მიიღებენ 3D პრინტერზე დაბეჭდილ 26 მაისის თემატიკის სუვენირებს”- განაცხადა ლევან დარსალიამ.

მისივე ინფორმაციით, Snap circuits -ისა და lego spike -ის ვორქშოფები განკუთვნილი იქნება ბავშვებისთვის. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, ნახონ სხვადასხვა ფუნქციის მქონე რობოტები და ჩაერთონ აწყობის პროცესში. შესაბამის სივრცეში იქნება რობოტების გამოფენაც. მონაწილეები გაეცნობიან ზოგად ინფორმაციას რობოტების მუშაობის და პროგრამირების შესახებ.

GITA - ს პავილიონში წარმოდგენილი იქნება ასევე ასაწყობი ფაზლი 26 მაისის თემატიკაზე.

ლევან დარსალიას ინფორმაციით, დაინტერესებული პირები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ დრონების ვორქშოფშიც, რომლის შემდგომაც დრონების სიმულატორის მეშვეობით შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ და გატესტონ დრონის მართვა.

GITA - ს პავილიონში ასევე დაგხვდებათ VR სათვალის, 3D სკანირებისა და ინდუსტრიული რობოტი ხელი NYIRIO და UNITRI რობოტების ვორქშოფები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა