სოფელ ბარჯაშთან კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
სოფელ ბარჯაშთან კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მოძრაობის მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგენის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ბარჯაში გუშინ კლდოვანი მასის ჩამოშლამ საავტომობილო გადაადგილება ადგილზე სრულიად შეზღუდა.
„ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბაჯაშის მონაკვეთთან ჩამოიშალა კლდის მასა, რამაც საავტომობილო გადაადგილების სრული ჩაკეტვა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა აღვადგინოთ საავტომობილო მიმოსვლა“, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ორმოცაძემ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
08.06.2026.18:45
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის პროექტებს, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) პარტნიორობით, საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილ პარტნიორობას.
მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისთვის.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი ჰუგო დებრუა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფანი დელპი.