სოფელ დარჩელის N2 საჯარო სკოლას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N2 სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას იწყებს.
საჯარო სკოლის აღდგენის მიზნით ფონდმა ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.
პროექტის ფარგლებში სკოლაში სასწავლო ოთახები განახლდება თანამედროვე სასწავლო პროცესის მოთხოვნების შესაბამისად, მოწესრიგდება ასევე ადმინისტრაციული სივრცეები და საინჟინრო კომუნიკაციები.
სკოლის რეაბილიტაციის შედეგად, დარჩელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის შეიქმნება უსაფრთხო და კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო გარემო.
სხვა სიახლეები
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
28.10.2026.10:35
საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,ქუთაისის აეროპორტი" და ,,წითელი ხიდი", მებაჟე ოფიცრების მიერ, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 8 ფაქტი აღიკვეთა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 696 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
აღნიშნული არადეკლარირებული ოქროს საერთო საბაჟო ღირებულებამ - 166 681 ლარი შეადგინა.
3 მოქალაქის საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 5 კანონდამრღვევი მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით ჯამში - 44 305 ლარით დაჯარიმდა.