მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.8
-0.0052
flag
AZN 1.5614
-0.0009
flag
CNY 39.274
-0.0027
flag
EUR 3.0787
-0.0048
flag
GBP 3.5605
-0.0041
flag
KZT 54.25
-0.0026
flag
TRY 0.0573
-0.0001
flag
USD 2.6543
-0.0011
news banner

სოფელ მაღაროსკართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

news image
mbc image

სოფელ მაღაროსკართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა. ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე (სოფ. მაღაროსკარი) მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნავენ დეპარტამენტში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image წლის მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიება 20 ივნისს, Factory Tbilisi-ში ჩატარდება

18.06.2026.11:19

რეგიონის ტექნოლოგიური ეკოსისტემების გაერთიანების მისიით გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი წელსაც ბრუნდება, ამჯერად ბევრად მეტი სტუმრით, ლოკაციით და აქტივობით, ვიდრე გასულ წელს. სამი დღის განმავლობაში, 19-21 ივნისს, დედაქალაქი 10,000-ზე მეტ საერთაშორისო სტუმარს მიიღებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეზიაროს ყველა იმ ახალ ცოდნას, რაც დღეს ტექნოლოგიური განვითარების სხვადასხვა სფეროსთან გადაკვეთით იქმნება.

მოძრაობა გლობალ ტექ ვიქენდი მთავარ ღონისძიებას 20 ივნისს Factory Tbilisi-ში ჩაატარებს. აქ იქნება ფესტივალის სტუმრების, საერთაშორისო პრესისა და მსოფლიოში გავლენიანი ინვესტორების ყურადღების უდიდესი წილი კონცენტრირებული, რადგან ყველაზე პრესტიჟული სპიკერები ,,კოკა-კოლას’’ ყოფილ საწარმოში სწორედ ამ დღეს ისაუბრებენ. 20 ივნისის ღონისძიებაზე კონფერენციების პარალელურად სხვა სივრცეებიც იქნება მოწყობილი, სადაც სტუმრებს უნიკალური გამოცდილებების და ახალი პროფესიული კავშირების შეძენა შეეძლებათ.

რატომ Factory Tbilisi?

თბილისის არქიტექტურული რეტროსპექტივა შეუძლებელია ,,კოკა-კოლას” ყოფილ საწარმოზე საუბრის გარეშე. ლოკალური ურბანისტიკის ტენდენცია, რაც ძველი ნაგებობების ახლებურ გადააზრებას გულისხმობს, ამ შენობასაც შეეხო, რის შედეგადაც ის ქალაქის ერთ-ერთ მზარდ კულტურულ ცენტრად იქცა.

Factory Tbilisi-ს მიმზიდველად ისტორიულ კონტექსტთან ერთად მისი მასშტაბიც აქცევს. საუბარია 17 000 კვ.მ-ზე მეტი ფართობის მულტიფუნქციურ სივრცეზე, რაც იდეალური აღმოჩნდა გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026-ის ჩასატარებლად.

,,წელს ჩვენი მოძრაობა უპრეცედენტო მასშტაბზე გადის. სპიკერები, ინდუსტრიები, სტუმრები, აქტივობები – თითქმის ყველაფრის ციფრი მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით. შესაბამისად, გვჭირდებოდა ისეთი სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებოდათ ახალი ცოდნის მიღების, ნეთვორქინგისა და გართობის საშუალება. Factory Tbilisi-ს დიდი ფართობი სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს: სივრცე დავყავით პავილიონებად, რაც თავის მხრივ კონცეპტუალურ სცენებს და შესაბამის ზონებს აერთიანებს. გლობალ ტექ ვიქენ თბილისის მრავალფეროვნებამ მოგვცა საშუალება, კულტურული ჰაბი სრულად აგვეთვისებინა.” – ამბობს მარიამ ჭიკაძე, GTWT2026-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

სივრცეში ნავიგაციისთვის ფესტივალის სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ სპეციალურად მომზადებულ რუკას, რომელიც ყველა პავილიონის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აერთიანებს.

ხუთი სცენა, 200-ზე მეტი სპიკერი

Factory Tbilisi-ში 20 ივნისს სტუმრებს ხუთი ერთმანეთისგან განსხვავებული სცენა დახვდებათ, სადაც სპიკერები პირად პროფესიულ გამოცდილებებზე საუბრით წარმოადგენენ ისეთ გლობალურ ბრენდებს, როგორიცაა: Nike, Meta, Google, Netflix, Monday.comDolce & Gabbana და სხვა. უფრო კონკრეტულად, სცენები შემდეგნაირად არის განაწილებული:

STAGE W: „ვორლდ-ბილდინგს“-ისა და ტექნოლოგიების სცენა

ეს სცენა გამორჩეული იქნება ლიდერობის გაკვეთილებითა და გამოცდილების გაზიარებით, სადაც ინდუსტრიის ვეტერანები ჰყვებიან, თუ რა გამოწვევების გადალახვაა საჭირო მასშტაბური ბიზნესის შესაქმნელად და განსავითარებლად, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

STAGE T: სტარტაპების სცენა

ადგილი სტარტაპების დამწყები დამფუძნებლებისთვის, სადაც შესაძლებელია პროექტის პიტჩინგი და ვენჩურულ კაპიტალთან წვდომაც გახსნილია. აქ ვნახავთ როგორც სხვადასხვა თემატიკის keynote გამოსვლას და პანელურ დისკუსიას გამოცდილი პროფესიონალებისგან, ისე დამწყები მეწარმეების პრეზენტაციებს. ისინი გამოიყენებენ გლობალ ტექ ვიქენდზე მოპოვებულ უნიკალურ შანსს და თავიანთ პროექტებს მსოფლიო კლასის ინვესტორებს წარუდგენენ.

STAGE F: მომავლის ინოვაციების სცენა

ეს სცენა ფოკუსირებული იქნება ლიდერშიფის, ფინტექის, უძრავი ქონებისა და web3 ინდუსტრიების განვითარებასა და ტენდენციებზე. Keynote მოხსენებები და Fireside საუბრები აქ თეორიული და პრაქტიკული ხასიათის იქნება, რაც სტუმრებს თავიანთ სფეროებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის საჭირო ცოდნას გაუზიარებს.

STAGE G: გლობალური სცენა

ფესტივალის მთავარი სცენა, სადაც სტუმრებს გლობალური გამოცდილებების გაზიარება შეეძლებათ. აქ გაიმართება მთავარი შეჯიბრებები (Startup Battles), საინვესტიციო კონტრაქტების გაფორმება და Keynote მოხსენებები მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ბრენდების წარმომადგენლებისგან. სცენა შექმნილია იმისთვის, რომ აუდიტორიამ საერთაშორისო ტექნოლოგიური პულსი კარგად შეიგრძნოს და მიიღოს შთაგონება, რომელიც დიდ ხანს გაჰყვება.

თეატრის სცენა

ადგილი, სადაც მოისმენთ საუბრებს დიზაინზე, კრეატიულ ეკონომიკაზე, ადამიანის ფსიქოლოგიასა და იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები კულტურის სხვადასხვა სფეროში. ეს არის სცენა შთაგონებისთვის, არაფორმალური საუბრებისთვის და კულტურული კვლევებისთვის.

გამომსვლელების სრული სია და პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის ოფიციალურ ვებგვერდზე.

დამატებითი აქტივობები კონფერენციებს შორის

გლობალ ტექ ვიქენდ თბილისზე დიდი ყურადღება ექცევა არაფორმალური შეხვედრების სივრცეებს – ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხომ სწორედ ადგილობრივ და საერთაშორისო სტუმრებს შორის არსებული პროფესიული ქსელის გაფართოებაა. სწორედ ამ მიზეზით Factory Tbilisi-ს სექტორებად დაყოფილ პავილიონებში სხვადასხვა გასართობი და მოსასვენებელი ზონა მოეწყობა.

მაგალითად, ტექნოლოგიურ სცენასთან ახლოს მოწყობილი იქნება როგორც ქართულ და ინგლისურენოვანი წიგნების ბიბლიოთეკა, ისე ღია პოდკასტ სტუდია, სადაც სტუმრები საკუთარი საუბრის აუდიო ეპიზოდად ჩაწერას და გადმოტვირთვას შეძლებენ. შთაგონების მისაღებად და სახელოვნებო გამოცდილებებისთვის, ამ ორ ზონას შორის იქნება თანამედროვე არტ ინსტალაციები და ექსპო-ზონებიც. მოსასვენებლად სტუმრებს შეეძლებათ გარეთ, სიმწვანეში გავიდნენ და იქვე ყავა, ან ცივი კოქტეილი მიირთვან. პრაქტიკული გამოცდილების მიღების მსურველები შეძლებენ გლობალურ სცენასთან ახლოს ვორქშოფების ზონაში შეხვდნენ ერთმანეთს და სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთონ. ეს 20 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებების მხოლოდ ნაწილობრივი ჩამონათვალია, ადგილზე მისულ სტუმრებს იქ კიდევ ბევრი სიურპრიზი ელით.

გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026 გაიმართება 19 და 21 ივნისსაც – ამ დღეების სრულ პროგრამას მოძრაობის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით.

თუ თქვენც გსურთ მიიღოთ გამოცდილება, რომლის შესახებაც დიდხანს ისაუბრებთ, მოასწარით ბილეთის შეძენა სასურველ პლატფორმაზე: gtwt.ge და TKT.GE | Biletebi.ge whatabout.live 

20 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განახლებადი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სთვის კი ეწ­ვი­ეთ GTWT 2026-ის ო­ფი­ცი­ა­ლურ სო­ცი­ა­ლურ მე­დია არ­ხებს:

InstagramFacebookLinkedIn

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა