სოფელ ნანიანში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, პლატონ კალმახელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ნანიანის საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
გარკვეული შენიშვნების გამო, მშენებელს ხარვეზების აღმოფხვრა დაევალა.
ნანიანის ბაღში განთავსდება საგანმანათლებლო, მოსასვენებელი ოთახები და ბავშვების საჭიროებებზე მორგებული სივრცეები. ტერიტორიაზე მოწყობილია მრავალფეროვანი სათამაშო ეზო.
ნანიანის საბავშვო ბაღი ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
სხვა სიახლეები
დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია - მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში l კახა კალაძე აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებაზე
17.08.2026.13:50
ჩვენ ყოველთვის ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბოლო დღეების განმავლობაში ერთ-ერთი კომპანიის მიერ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.
მისი შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან ყოველთვის არასახელმწიფოებრივი განცხადებები ისმის, რადგან ცდილობენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელი შეუშალონ.
„ჩვენს მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯზე, რომელიც დაკავშირებულია მომავალთან, ოპოზიციის მხრიდან ყოველთვის მტრულ და არასახელმწიფოებრივ განცხადებებს ვისმენთ. ისინი თავიანთი ქმედებებით ყველაფერს გააკეთებენ და შეეცდებიან, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რადგან არიან უსამშობლო ადამიანები და საქართველო მათთვის უბრალოდ ტერიტორიაა; არ აქვთ განცდა, რომ საქართველო მათთვის სამშობლოა; იმართებიან გარედან, წარმოადგენენ აგენტურას. შესაბამისად, რასაც ავალებენ და მოსთხოვენ იმას აკეთებენ, ჩვენ კი ყოველთვის ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები „ოკუპაციის შესახებ“ კანონს არ სცდება.
„იცით, რომ არსებობს კანონი „ოკუპაციის შესახებ“ და ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი ამ კანონს არ სცდება. ხალხებს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მოვახერხოთ აფხაზებთან თანაცხოვრება. სამედიცინო დახმარება იქნება, საწვავის მიმართულებით ხელშეწყობა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ყოველთვის გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
რაც შეეხება აფზახეთისთვის საწვავის მიმწოდებელ კერძო კომპანიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, კახა კალაძე პასუხობს, რომ კონკრეტულ კომპანიაზე ინფორმაციას არ ფლობს, რადგან დღეს ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია.
„არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ნაბიჯი, ყველა გადაწყვეტილება, რაც დაკავშირებულია აღნიშნულ საკითხთან, არსებული კანონის ფარგლებში ხდება. ქვეყანაში დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. 2012 წლამდე ამ მხრივ რაც ხდებოდა - ბიზნესზე შეტევა, ტერორი, წართმევა, ოჯახების გაუბედურება, წარსულს ჩაბარდა. შესაბამისად, მთავარია, ბიზნესსექტორის გადაწყვეტილებები, მათი ქმედებები, გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში. აბსოლუტურად ყველა თავისუფალია“, - განაცხადა კახა კალაძემ.